Thumbnail
  • NBA-ს უძვირფასესმა მოთამაშემ თამაში ფოლების გამო ვერ დაასრულა
  • ჩეხები მეოთხედფინალში მეტოქეს საღამოს შეიტყობენ

საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრები, რომელიც ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა, მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ტანასის სკურტოპულოსის შეგირდებს მე-2 ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი ტურნირის უმთავრეს მოულოდნელობად ქცეულ ჩეხეთის ნაკრებთან ჰქონდათ და მეოთხედფინალში გასასვლელად 12 ან მეტი ქულით მოგება სჭირდებოდათ, თუმცა, მხოლოდ 84:77 მოიგეს.

📺 საბერძნეთი - ჩეხეთი 84:77

ბერძენთა რიგებში საუკეთესი ნიკ კალატესი გახლდათ 27 ქულით, აი, ნბა-ს რეგულარული სეზონის უძვირფასეს მოთამაშედ დასახელებულმა იანის ანტეტოკუნმპომ კი გუნდი აშკარად დააღალატა.

შესაძლოა, 12 ქულა და 9 მოხსნა ნებისმიერი სხვა კალათბურთელისთვის კარგი შედეგი ყოფილიყო, თუმცა, მილუოკი ბაქსის ვარსკვლავისგან მსოფლიოს პირველობაზე გაცილებით მეტს ელოდნენ.

იანის ანტეტოკუნმპომ ბერძნები ვერ იხსნა

ჩეხეთთან მატჩის დასკვნით მეოთხედში ბერძნები 10 ქულით იგებდნენ და სასურველ სხვაობამდე მხოლოდ 2 ქულა აშორებდათ, როდესაც იანისმა მე-5 პერსონალური ფოლი მიიღო და სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. საინტერესოა, რომ ანტეტოკუნმპო ტურნირზე მხოლოდ მე-2 მოთამაშე გახდა, რომელიც 5 ჯარიმის გამო 2-ჯერ გააძევეს.

ამგვარად, ჩეხებმა, რომლებსაც მე-2 ჯგუფურ ეტაპზეც კი არავინ ელოდა, მეოთხედფინალში გააღწიეს და იქ თამაში საფრანგეთი-ავსტრალიის მატჩში გამარჯვებულთან მოუწევთ. ეს მატჩი 11 სექტემბერს შედგება და თბილისში არაერთხელ ნამყოფი რონენ გინზბურგის ბიჭებისგან უკვე აღარაფერია მოსალოდნელი.

გამოკითხვა

ვინ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი?

  • აშშ
  • სერბეთი
  • არგენტინა
  • ესპანეთი

კომენტარები

ბოლო ამბები