Thumbnail

'მას შემდეგ აღარ აცილებს' - როგორ ასწავლა მარადონამ მესის საჯარიმოს დარტყმა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 58 წლის ლეგენდამ არგენტინის ნაკრებში მესისთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
  • როგორ დაეხმარა დიეგო ბარსელონას თავდამსხმელს ხარვეზის გამოსწორებაში

ფეხბურთის არგენტინელმა ლეგენდამ, ამჟამად კი ხიმნასიას მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ დაეხმარა ბარსელონას თავდამსხმელ ლიონელ მესის საჯარიმო დარტყმების დახვეწაში არგენტინის ნაკრებში ერთად მუშაობის პერიოდში.

დიეგო მესის არგენტინის ნაკრებში მუშაობის პერიოდში წვრთნიდა 

"მე ვწვრთნიდი საუკეთესოს - მესის და საპირისპიროს ვერავინ დამიმტკიცებს. ლეოს შეეძლო ხუთი მეტოქის მოტყუება, ის ფენომენია. მაგრამ მას ჰქონდა პრობლემა - საჯარიმო დარტყმა. ყოველი ვარჯიშის დასრულების შემდეგ ლეოს ვტოვებდით და მას სტანდარტებზე მუშაობას ვავალებდით. და მანაც დაიწყო ძელისთვის ბურთის გარტყმა.

მისთვის საჯარიმოს შესრულება არ მისწავლებია, უბრალოდ, რჩევა მივეცი. როცა მკითხა, ამ მდგომაროებიდან როგორ ვახერხებდი გატანას, ვუპასუხე: "უბრალოდ, ბურთს ცენტრში უნდა დაარტყა. ამის სწავლისთვის "ოსკარს" არ მომცემენ". მაშინ მან მითხრა: "ვურტყამ შუაში, მაგრამ ბურთი სხვადასხვა მხარეს მიფრინავს". ვუთხარი: "არ იდარდო, შენ ეს გამოგივა". და აი, ახლა ის საერთოდ არ აცილებს საჯარიმო დარტყმას", - აქვეყნებს მარადონას ნათქვამს ესპანური მედია.

დიეგო მარადონა 2008-10 წლებში არგენტინის ნაკრებს წვრთნიდა, რომელთან ერთადაც მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ¼-ფინალში გააღწია. მექსიკურ კლუბში მისვლამდე კი, არაბეთის გაერთიანებული საემიროების კლუბებში - ალ ვასლსა და ალ ფუჯაირაში მუშაობდა.

ფეხბურთელ მარადონას არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 91 მატჩში 34 გოლი აქვს გატანილი. მასთან ერთად დიეგომ მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატი მოიგო, 1990 მუნდილაზე კი ვიცე-ჩემპიონი გახდა.

გამოკითხვა

ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი?

  • ბარსელონა
  • რეალი
  • ატლეტიკო
  • ვალენსია
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები