Thumbnail

მერე რა, რომ ვერ თამაშობს - აი, რას ნიშნავს კიელინი იუვენტუსისთვის

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ტრავმის მიუხედავად, 35 წლის მცველი ტურინელთა განაცხადში მაინც იქნება
  • ჯორჯო კიელინი იუვენტუსს მოედანზეც სჭირდება და სათადარიგოთა სკამზეც

ტურინის იუვენტუსის მცველი ჯორჯო კიელინი სერია A-ს მატჩების განაცხადში მაინც იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელი გაზაფხულამდე თამაშს ვერ შეძლებს. როგორც იტალიური მედია იწყება, 35 წლის ფეხბურთელს შესაძლებლობა ექნება, თამაშების დროს სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდეს.

ტურინელთა გეგმის თანახმად, ჯორჯო არამხოლოდ საშინაო, იუვენტუსის გასვლით მატჩებშიც გუნდთან ერთად იქნება. ამ შემთხვევაში ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეუშლის ეს ხელს ფეხბურთელის აღდგენით პროცესს.

ჯორჯო იუვენტუსს ნაპოლისთან მატჩშიც გვერდში ედგა

იუვენტუსის ხელმძღვანელობაში ფიქრობენ, რომ კიელინის ლიდერული თვისებები, თუნდაც მისი მოედანზე არყოფნის დროს, სასარგებლო იქნება გუნდისთვის.

შეგახსენებთ, რომ ტურინელთა კაპიტანმა ტრავმა გუნდის ერთ-ერთ ვარჯიშზე მიიღო. ფეხბურთელს მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესის გაწყვეტა დაუდგინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ ცოტა, ნახევარი წელიწადი ვეღარ ითამაშებს. ჯორჯოს ოპერაცია სექტემბრის დასაწყისში, ავსტრიულ კლინიკაში ჩაუტარდა.

ჯორჯო კიელინი იუვენტუსში 2005 წელს, ფიორენტინადან გადივიდა და კლუბთან კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მისი ტრანსფერი ტურინელებს 7.7 მილიონი ევრო დაუჯდათ. ბებერ ქალბატონში გატარებული 14 წლის განმავლობაში კიელინიმ 16 საკლუბო ჯილდო მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები