Thumbnail

კიდევ ერთი წაგება! ტოჩინოშინი ასანოიამასთან დამარცხდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტოჩინოშინმა მეორე დღის ორთაბრძოლა დათმო
  • ქართველი სუმოისტი მე-2 მაეგაშირა ასანოიამასთან დამარცხდა

აკი ბაშოს მეორე დღეს ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მაკუუჩი დივიზიონში ასანოიამას დაუპირისპირდა და მეორე ბრძოლაც დათმო. რანგით მე-2 მაეგაშირამ ქართველი სუმოისტი იორიკირის ილეთით დაამარცხა და მეორე გამარჯვება იზეიმა.

ტოჩინოშინს ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად 8 ბრძოლის მოგება სჭირდება, წინ კი 13 შეხვედრაა დარჩენილი. ქართველის მეტოქე მე-3 დღეს პირველი მაეგაშირა ჰოკტოფუჯი იქნება.

📺 ვიდეო: ტოჩინოშინის მეორე ბრძოლა აკი ბაშოზე

კომენტარები

ბოლო ამბები