Thumbnail

კავაი ლეონარდის დამ 84 წლის ქალი მოკლა? NBA-ს ვარსკვლავი უსიამოვნო ამბავშია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • კავაი ლეონარდის დამ და მისმა მეგობარმა 84 წლის ქალი ცემით მოკლეს
  • კიმეშა ულიამსი უკვე ციხეშია და მილიონიან გირაოზეც უარი უთხრეს

ამერიკელი კალათბურთელის კავაი ლეონარდის და ძარცვის და მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. როგორც ირკვევა, 31 აგვისტოს, 38 წლის კიმეშა ულიამსმა თანამზრახველთან ერთად 84 წლის ქალი კალიფორნიის ერთ-ერთ კაზინოში ცემა.

გოგონები მსხვერპლს ტუალეტში შეყვნენ, სადაც თავის არეში რამდენიმე დარტყმა მიაყენეს, შემდეგ კი ჩანთა წაართვეს. ხანდაზმული ქალბატონი 5 დღის თავზე მიღებული ტრავმების გამო გარდაიცვალა.

უილიამსი მალევე დააპატიმრეს და მილიონიან გირაოზეც უარი უთხრეს, ამდენად, განაჩენს კალიფორნიის ქალაქ ინდიოს საპატიმროში დაელოდება.

შეგახსენებთ, რომ კავაი NBA-ს ერთ-ერთ უმთავრეს ვარსკვლავად ითვლება. გასულ სეზონში მან ტორონტო რეპტორზთან ერთად ჩემპიონობა იზეიმა და ამასთანავე, ფინალური სერიის უძვირფასეს მოთამაშედაც დაასახელეს. ივლისში ლეონარდი კანადური გუნდიდან ლოს ანჟელეს კლიპერსში გადაბარგდა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები