Thumbnail
  • სომხეთის ნაკრებმა ევროშესარჩევში ბოსნიის ნაკრები 4:2 დაამარცხა
  • ბოსნიელთა მთავარმა მწვრთნელმა რობერტ პროსინეჩკიმ პოსტი დატოვა

რობერტ პროსინეჩკი ბოსნია-ჰერცოგოვინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარ არის! ხორვატმა სპეციალისტმა თანამდებობა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის შემდეგ დატოვა, რომელიც მისმა გუნდმა ერევანში, სომხეთის ნაკრებთან 2:4 წააგო.

რობერტ პროსინეჩკი

“როცა აქ მუშაობას ვიწყებდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდოდით. ახლა კი ფაქტია, რომ ამას ვერ ვახერხებთ და ჩემს შემცვლელს ექნება იმის დრო, რომ გუნდი ერთა ლიგისთვის მოამზადოს. მე უკვე აღარ ვარ ამ ნაკრების მწვრთნელი,” - განაცხადა 50 წლის პროსინეჩკიმ სომხეთთან მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ბოსნიის ნაკრებს 6 მატჩის შემდეგ 7 ქულა აქვს, J ჯგუფში ბოლოსწინა, მე-5 ადგილზეა და მხოლოდ ლიხტენშტაინის ნაკრებს უსწრებს, რაც ძალიან ცუდი შედეგია ისეთი გუნდისთვის, სადაც სეად კოლაშინაცის, მირალემ პიანიჩისა და ედინ ჯეკოს დარი ფეხბურთელები თამაშობენ. ბოსნიელებმა სომხეთთან ორჯერ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება (გოლები: ჯეკო, გოიაკი), მაგრამ მასპინძლებმა თამაში მაინც მოიგეს (ჰენრიხ მხითარიანმა დუბლი შეასრულა).

სომხეთის ნაკრებს 6 თამაშის შემდეგ 9 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, ჩამორჩება რა მხოლოდ იტალიას და ფინეთს.

კომენტარები

ბოლო ამბები