Thumbnail

'საქართველო შინ ბევრად ძლიერია!' - რა თქვა იონ დალ ტომასონმა მატჩის შემდეგ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • იონ დალ ტომასონმა საქართველოს ნაკრებთან მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა
  • დანიელთა მწვრთნელმა ქართველი ჟურნალისტებისთვის მოკლე კომენტარი გააკეთა

თბილისში, 'დინამო არენაზე' ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა დანიას უმასპინძლა - მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა. სტუმართა ნაკრები თბილისში მთავარი მწვრთნელის, აგე ჰარეიდეს გარეშე ჩამოვიდა, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. დანიის ნაკრებს იონ დალ ტომასონმა უთავკაცა, რომელმაც პრესკონფერენციაზე ქართველი ჟურნალისტებისთვის მოკლე კომენტარი გააკეთა, შემდეგ კი უფრო დიდხანს თანამემამულეებს დანიურად ესაუბრა, თუმცა თარგმანის გარეშე...

იონ დალ ტომასონი (დანიის ნაკრების მწვრთნელი)

ტომასონი: “როგორც მოველოდით, რთული თამაში იყო. ძირითადად ვაკონტროლებდით შეხვედრას, თუმცა საქართველოს ნაკრებსაც ჰქონდა ერთი-ორი მომენტი."

როგორ შეაფასებთ საქართველოს ნაკრების პროგრესს დანიური მატჩიდან დღემდე?

ტომასონი: "როგორც აღვნიშნე, საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ბევრად უფრო ძლიერია. მეტოქე გუნდში ძლიერი, კრეატიული ფეხბურთელები თამაშობენ. მაგალითად, ასეთია ვაკო ყაზაიშვილი."

📋 მეტი ამ თემაზე:

📸 | საქართველო 0:0 დანია - საუკეთესო კადრები

კომენტარები

ბოლო ამბები