Thumbnail
  • მალე საქართველოსა და დანიის ნაკრები გუნდების მატჩი დაიწყება
  • გუნდების ძირითადი შემადგენლობები გამოქვეყნდა

დღეს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი დანიის ნაკრებს მასპინძლობს. შეხვედრა თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის ‘დინამო არენაზე’ 20:00-ზე დაიწყება და (პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე).

გუნდების სასტარტო შემადგენლობები ცნობილია!

ვლადიმირ ვაისმა საკმაოდ შემტევი ძირითადი შემადგენლობა აირჩია. ცენტრფორვარდ გიორგი ქვილითაიას უკან თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე და ვაკო ყაზაიშვილი ითამაშებენ. ნახევარდაცვის ცენტრში, საყრდენებად აბურჯანია და კიტეიშვილი არიან გამწესებულები. დაცვის ცენტრში, გურამ კაშიას გვერდით გია გრიგალავა ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების გასახდელი მატჩის წინ
📸 | GFF

დანიის ნაკრების ტაქტიკური სქემა 4-3-1-2 გახლავთ. მეტოქე ორი გამოკვეთილი ფორვარდით თამაშობს - იუსუფ პოულსენით და კასპერ დოლბერგი. მათ უკან, გამთამაშებლად კრისტიან ერიკსენი ითამაშებს. დანიელებს დაცვის ცენტრში კიაერისა და კრისტენსენის ძალიან ძლიერი დუეტი ჰყავთ.

საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ტაბიძე - აბურჯანია, კიტეიშვილი - ოქრიაშვილი, ანანიძე, ყაზაიშვილი - ქვილითაია.

დანია (4-3-1-2): შმაიხელი - დალსგაარდი, კიაერი, კრისტენსენი, ლარსენი - ბრაითვაიტი, ჰოიბერგი, დილეინი - ერიკსენი - პოულსენი, დოლბერგი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 4 თამაშის შემდეგ 3 ქულა აქვს და D ჯგუფში მე-4 ადგილზეა. დანიის ნაკრები 8 ქულით მეორე პოზიციაზეა, ჯგუფს კი ირლანდია 11 ქულით ლიდერობს. საქართველო 10 ივნისს დანიაში 1:5 დამარცხდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები