Thumbnail

შეიარაღებული თავდასხმა ლიბერიის ნაკრებზე - საპასუხო მატჩის წინ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლიბერიის საფეხბურთო ნაკრებს შეიარაღებული პირი ემუქრებოდა
  • სიერა ლეონესთან მატჩის წინ ლიბერიელები თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ

აფრიკაში, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის პირველ ეტაპზე დღეს სიერა ლეონეს ნაკრები ლიბერიის ეროვნულ გუნდს საპასუხო შეხვედრაში უმასპინძლებს. სტუმრები სიერა ლეონეს დედაქალაქ ფრიტაუნში თავს ძალიან ცუდად გრძნობენ - მათ მასპინძელი გუნდის ფანები ემუქრებოდნენ.

ლიბერიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მუსტაფა რაჯიმ საინფორმაციო სააგენტო AFP-ს დაუდასტურა, რომ მათ გუნდს საპასუხო მატჩის წინ შეიარაღებული პირი ემუქრებოდა და ვარჯიშის საშუალება არ მისცა.

“სიერა ლეონეს ფანები ჩვენს ფეხბურთელებს ბოთლებს, ქვებს და დანებს ესროდნენ. მათ ჩვენი ავტობუსი გააჩერეს. ფეხბურთელებმა ავტობუსიდან ჩასვლა და ვარჯიშის ვერ მოახერხეს. ერთი სიტყვით, ფრიტაუნში თავს ძალიან ცუდად ვგრძნობთ. ჩვენი უსაფრთხოება დაცული არ არის. ძალიან ვნერვიულობთ,” - განაცხადა რაჯიმ.

პირველი მატჩი ლიბერიის ნაკრებმა 3:1 მოიგო...

კომენტარები

ბოლო ამბები