Thumbnail
  • ‘ეს, კომუნიკაციის ნაკლებობით გამოწვეული გაუგებრობა გახლდათ’
  • უკმაყოფილება დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმაც გამოთქვა

შოტლანდიის რაგბის კავშირმა 6 სექტემბერს საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან მატჩის წინ ძველი ჰიმნის გაჟღერებისთვის ოფიციალურად მოიბოდიშა. შეგახსენებთ, რომ ედინბურგში გამართული შეხვედრა მასპინძლებმა 36:9 მოიგეს, თამაშის წინ, ტრიბუნებზე მყოფი თუ ტელევიზორებს მიმსხდარი ქართული პუბლიკა კი სახტად დატოვეს, როდესაც “თავისუფლების” ნაცვლად “დიდება” ჩართეს. იქნებ ბევრს აღარც ახსოვდეს და ეს, საქართველოს ძველი ჰიმნია, რომელიც “ბორჯღალოსნებმა” ბოლოს 2003 წელს მოისმინეს.

ცხადია, საქართველოს რაგბის კავშირმა ეს ფაქტი სტადიონზევე გააპროტესტა, თუმცა, იმ მომენტში შეცდომას აღარაფერი ეშველებოდა. მასპინძლებმა მაშინვე ბოდიში მოიხადეს და დანაშაული იმით გამოისყიდეს, რომ მატჩისშემდგომ მიღებაზე საქართველოს ჰიმნის სწორი ვერსია შეასრულეს.
აღნიშნული ინციდენტის გამო, უკმაყოფილება გამოთქვა დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმაც.

“სტადიონზე საქართველოს ჰიმნის ძველი ვერსიის მოსმენით, ყველანი გაოცებული ვართ. ლონდონში საქართველოს საელჩო მზადაა, შემდეგ ჯერისთვსის მარიფილდის სტადიონის წარმომადგენლებს ჰიმნის სწორი ვერსია მიაწოდოს“, - დაწერა მან ტვიტერის გვერდზე.

სპეციალური განცხადება გაავრცელა შოტლანდიის რაგბის კავშირმაც.

“ეს რაგბის კავშირებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობით გამოწვეული გაუგებრობა გახლდათ, რის გამოც ქართულ დელეგაციას დაუყოვნებლივ მოვუბოდიშეთ. ჩვენი სტუმრებისადმი პატივისცემის გამოხატვის მიზნით, მატჩისშემდგომ ცერემონიალზე ჰიმნის სწორი ვერსია შევასრულეთ და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს და მორაგბეებს ასე შევხვდით. საქართველოს რაგბის კავშირთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს და სამომავლოდაც ასე უნდა გაგრძელდეს“.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს D ჯგუფს?

  • უელსი
  • ავსტრალია
  • ფიჯი
  • საქართველო
  • ურუგვაი

კომენტარები

ბოლო ამბები