Thumbnail

სევილია კოპას პირველი ფინალისტია, მონტელა თასის მოგებას უმიზნებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სევილია 2:0 ლეგანესი.
  • სევილია კოპა დელ რეის პირველი ფინალისტია.
  • მონტელა თასის მოგებას ეცდება.

40-ათასამდე გულშემატკივარი შეიკრიბა სანჩეს პისხუანზე, რათა კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრას დასწრებოდა. პირველი მატჩი ლეგანესსა და სევილიას შორის ფრედ 1:1 დასრულდა.

მასპინძლებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და სწრაფი გოლის გატანაც მოახერხეს. მე-15 წუთზე, მურიელის ჩაწოდების შემდეგ, კარლოს კორეამ ანგარიში გახსნა. ლეგანესს რამდენიმე მომენტი ჰქონდა, თუმცა ასიერ გარიტანოს შეგირდებმა გატანა ვერ მოახერხეს.

მეორე ტაიმში ლეგანესმა კარში დარტყმა ვეღარ მოახერხა, სევილიამ მეორე გოლი 89-ე წუთზე გაიტანა. სევილია კონტრშეტევაზე გადავიდა, ფრანკო ვასკესმა ნერეო შამპანის აუღებელი დაურტყა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 2:0 დააფიქსირა.

ფრანკო ვასკესმა სევილიასთვის კოპა დელ რეიზე პირველად გაიტანა.

უნდა აღინიშნოს, რომ ლეგანესმა ბრწყინვალედ იასპარეზა კოპა დელ რეიზე. ეს კლუბის საუკეთესო სეზონი იყო ამ ტურნირზე. გარიტანოს გუნდმა მეოთხედფინალში მადრიდის რეალს ორი მატჩის ჯამში მოუგო. ლეგანესი ტურნირს ღირსეულად დაემშვიდობა.

მეორე ნახევარფინალური მატჩი 9-თებერვალს მესტალიაზე გაიმართება. ვალენსია ბარსელონას უმასპინძლებს, პირველი მატჩი კატალონიელებმა ლუის სუარესის გოლით მოიგეს.

კოპა დელ რეის ფინალი 2018 წლის 21 აპრილს გაიმართება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები