Thumbnail
  • ახალი დეტალები ნეიმარის ჩაშლილ ტრანსფერზე
  • ბარსელონა ბრაზილიელს გაისად მიუბრუნდება

სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, ნეიმარის ტრანსფერი არ შედგა, მაგრამ ესპანეთსა და საფრანგეთში მასზე ისევ ბევრს წერენ და ლაპარაკობენ

როგორც ჩანს, ბარსელონამ, შესაძლებლობების ფარგლებში მართლაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი დაებრუნებინა. ესპანური გამოცემა Sport წერს, რომ კატალონიური გრანდის რამდენიმე ვარსკვლავი მზად იყო, კლუბს ნეიმარის ტრანსფერის დაფინანსებაში დახმარებოდა. ჩვენი ესპანელი კოლეგების ცნობით, ბარსას ლიდერები (მათი გვარები ჩამოთვლილი არ არის, მაგრამ ისედაც ყველაფერი გასაგებია) ფიქრობდნენ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ბრძოლაში ბრაზილიელის დაბრუნება აუცილებელი იყო და შეფებს ფულის შეგროვება შესთავაზეს.

მესი და კომპანია მზად იყვნენ, ნეიმარის ტრანსფერისთვის ფული დაედოთ?

Sport წერს, რომ ბარსას ხელმძღვანელებმა ამ იდეაზე უარი თქვეს. კატალონიელებს ბრაზილიელის შეძენის მომდევნო შანსი ზამთარში მიეცემათ, მაგრამ ბარსას პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუმ იანვარში ნეიმარის მეგა-ტრანსფერი გამორიცხა. “ზამთარში მის ყიდვაზე არ ვფიქრობთ,” - უთხრა მან ‘მარკას’ რამდენიმე დღის წინ.

ბარსელონას პრეზიდენტი ბარტომეუ

ბარსელონას პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ ნეიმარის ტრანსფერზე ფიქრი მხოლოდ მომავალ ზაფხულს შეიძლება. “ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ პარი სენ-ჟერმენი ისევ ასეთ ასტრონომიულ თანხას არ მოითხოვს,” - დასძინა ბარტომეუმ. მან ისიც თქვა, რომ ბარსას პსჟ-სთვის ნეიმარის სანაცვლოდ კოუტინიო ან დემბელე არ შეუთავაზებია.

კომენტარები

ბოლო ამბები