Thumbnail
  • გაჩეჩილაძის, ხატიაშვილისა და მესხის ენისეიმ პადმასკოვიე 50:13 დაამარცხა
  • მიხეილ გაჩეჩილაძემ რუსეთის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა

რუსეთის სარაგბო პრემიერლიგის მე-11 ტურში ქართველების ენისეიმ სტუმრად პადმასკოვიესთან ითამაშა და მეტოქე 37 ქულით, 50:13 დაამარცხა. ენისეის ძირითად შემადგენლობაში სამი ქართველი თამაშობდა: მიხეილ გაჩეჩილაძე, ნიკოლოზ ხატიაშვილი და დავით მესხი.

გაჩეჩილაძემ მეტოქის დალელოვება 2-ჯერ მოახერხა. მან 51-ე და 74-ე წუთებზე გამოიჩინა თავი და გუნდის გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. აღსანიშნავია, რომ გაჩეჩილაძის პირველი ლელო მატჩის საუკეთესოდ აღიარეს. ქართველმა ხაზი გაჭრა, მეტოქე ცრუმოძრაობებით დააბნია და ბურთის დამიწებაც შეძლო. ენისეი ცხრილში 50 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს, კრასნი იარს 11 ქულით უსწრებს.

მიხეილ გაჩეჩილაძის ლელო პადმოსკოვიესთან საუკეთესოდ აღიარეს

მიხეილ გაჩეჩილაძის ლელო პადმოსკოვიესთან საუკეთესოდ აღიარეს

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on კვირა, 08 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები