Thumbnail

მეგაკონტრაქტი ვან დაიკს! ლივერპული ჰოლანდიელს ხელფასს უორმაგებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ვირჯილ ვან დაიკი ლივერპულთან მალე ახალ კონტრაქტს გააფორმებს
  • ახალ ხელშეკრულებას ვადა 2025 წლამდე ექნება

‘მირორის’ ინფორმაციით, ვირჯილ ვან დაიკის ყოველწლიური ხელფასი ლივერპულში ამიერიდან 12 მილიონი ევრო იქნება - თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე აქამდე ჰქონდა.

ჩვენი ინგლისელი კოლეგების ინფორმაციით, ჰოლანდიელი მცველი მერსისაიდულ გრანდს ახალ კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა და ხელშეკრულება ამ დღეებში გაფორმდება. ვან დაიკის აქტუალურ კონტრაქტს ვადა 2023 წლამდე ჰქონდა, ახლა კი, 28 წლის მცველი აფორმებს ხელშეკრულებას, რომელსაც ვადა 2025 წლამდე ექნება.

6-წლიანი კონტრაქტი უნდა იყოს გარანტია იმისა, რომ ვან დაიკი ლივერპულიდან წასვლაზე არ იფიქრებს. ‘მირორი’ წერს, რომ ჰოლანდიელთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე თავისი წვლილი ჰარი მაგუაირის ტრანსფერმაც შეიტანა - ეს უკანასკნელი მანჩესტერ იუნაიტედმა 87 მილიონ ევროდ შეიძინა. მანკუნიანელები მას წელიწადში ასევე დაახლოებით 12 მილიონ ევროს უხდიან.

კომენტარები

ბოლო ამბები