Thumbnail

გაგამარუმ აკი ბაშო მარცხით დაიწყო - მომდევნო მეტოქე კაისეია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • იაპონიაში აკი ბაშო დაიწყო, რომელიც ტოკიოში იმართება
  • თეიმურაზ ჯუღელმა პირველ დღის ორთაბრძოლა წააგო

აკი ბაშოს პირველ დღეს, ჯურიოს დივიზიონში, გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) პირველი ბრძოლა ჩაატარა და პირველივე შეხვედრაში დამარცხდა. ქართველი სუმოისტი, რომელიც ჯურიოს დივიზიონის მე-10 ნომერია, მეცხრე ნომერ კიოკუტაისეის დაუპირისპირდა და ოკურიდაშის ილეთით დამარცხდა.

ჯუღელის ბალანსი აკი ბაშოზე 0:1-ზეა. მისი მომდევნო მეტოქე ბრაზილიელი კაისეი იქნება. ჯუღელმა 6 ორთაბრძოლა მაინც უნდა მოიგოს, რათა ელიტარულ სუმოისტთა შორის ადგილი და შესაბამისად, სეკიტორის წოდება შეინარჩუნოს.

კომენტარები

ბოლო ამბები