Thumbnail

3X3 კალათბურთი | საქართველოს ორივე ნაკრები პლეი ოფს მიღმა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს გოგონათა ნაკრები უნგრეთთან და გერმანიასთან დამარცხდა
  • საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა საფრანგეთთან და ესტონეთთან წააგო 

თბილისში, რიყის პარკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს 18 წლამდელთა შორის 3X3 ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში. ტურნირში 12 ვაჟთა და 12 გოგონათა გუნდი ჩაება. სამწუხაროდ, საქართველოს ორივე ნაკრებმა წარუმატებლად იასპარეზა და ნაადრევად გამოეთიშა გათამაშებას.

ტურნირის პირველ სათამაშო დღეს საქართველოს გოგონათა ნაკრებმა იასპარეზა. ორი შეხვედრა გამართა და ორივე წააგო: ჯერ უნგრეთთნ 6:15, ხოლო შემდეგ გერმანიასთან 6:21. სამგუნდიანი ჯგუფიდან მეოთხედფინალში ორი გავიდა და შესაბამისად, ქართველი გოგონები პლეი ოფს მიღმა დარჩნენ.

სამწუხაროდ, იგივე განმეორდა მეორე დღეს, როდესაც ტურნირში საქართველოს ვაჟთა ნაკრები ჩაება. ქართველებმა ჯერ საფრანგეთთან წააგეს 13:22, ხოლო შემდეგ ესტონეთთან 10:21. ტურნირის ჩემპიონები როგორც ვაჟებში, ისე გოგონებში 8 სექტემბერს გამოვლინდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები