Thumbnail

ბოლონია უმწვრთნელოდ - სინიშა მიხაილოვიჩი ქიმიოთერაპიის მეორე კურსს ჩაიტარებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 50 წლის სერბი ლეიკემიის მწვავე ფორმას ზაფხულიდან მოყოლებული ებრძვის
  • ქიმიოთერაპიის კურსის გამო, სპეციალისტმა ბრეშიასთან მატჩი უნდა გამოტოვს 

ბოლონიას მთავარ მწვრთნელს სინიშა მიხაილოვიჩს, რომელსაც ლეიკემია აქვს, სერია A-ში უახლოესი მატჩის გამოტოვება მაინც მოუწევს. 50 წლის სპეციალისტს ქიმიოთერაპიის მეორე კურსის გავლა სჭირდება და ბრეშიასთან გუნდს ვერ უხელმძღვანელებს.

სერბმა მწვრთნელმა, რომელსაც ლეიკემიის აგრესიული ფორმა ზაფხულში დაუდგინეს, ქიმიოთერაპიის პირველი კურსი უკვე ჩაიტარა, თუმცა მაშინ მიხაილოვიჩს გუნდთან მუშაობა არ შეუწყვეტია და ექიმების ნებართვით, სერია A-ს პირველ ორ თამაშს დაესწრო კიდეც. 

სერბი სპეციალისტი ლეიკემიის მწვავე ფორმას ებრძვის

მაგრამ ბრეშიასთან თამაშის დროს მიხაილოვიჩი აღარ იქნება. ის სანტ’ორსოლას ონკოლოგიურ განყოფილებაში, ექიმების განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს. ქიმიოთერაპიის მეორე კურსის ჩატარებამდე კი მედიკოსებმა სინიშას თავის ოჯახში - მეუღლესა და შვილებთან ორიოდე კვირის გატარების ნება დართეს. 

სინიშა მიხაილოვიჩის გაწვრთნილმა ბოლონიამ სერია A-ს პირველ ტურში ვერონასთან გასვლაზე ქულა მოიპოვა (1:1), მეორე ტურში კი შინ სპალ-ს მინიმალური ანგარიშით (1:0) სძლია და 4 ქულა აქვს. ბრეშიასა და ბოლონიას დაპირისპირება 15 სექტემბერს ჩატარდება.

გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ნაპოლი
  • ინტერი
  • მილანი
  • რომა
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები