Thumbnail

'სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ' - იონ დალ ტომასონს თბილისი კარგად ახსოვს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 📅 8 სექტემბერი | ⌚ 20:00 | ⚽ საქართველო V დანია | 📺 პირველი არხი
  • დანიის ნაკრების მწვრთნელმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა

8 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩს გამართავს და დინამო არენაზე დანიის ნაკრებს უმასპინძლებს.

მეტი ამ თემაზე: PREVIEW | რეაბილიტაციის შანსი ვაისს - დანია მთავარი მწვრთნელის გარეშეა

სკანდინავიელები თბილისში მთავარი მწვრთნელის, აგე ჰარეიდეს გარეშე ჩამოვიდნენ, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა და ექიმებმა მგზავრობა აუკრძალეს. შესაბამისად, თბილისში დანიას იონ დალ ტომასონი უთავკაცებს, რომელმაც წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა…

იონ დალ ტომასონი (დანიის ნაკრების მწვრთნელი)

ტომასონი: მოხარული ვარ, რომ საქართველოში დაბრუნების საშუალება მომეცა. 15 წლის წინ, აქ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ვითამაშე და ორი გოლი გავიტანე. ჩემთვის წარმატებული მატჩი იყო და იმედია, ხვალაც იგივე განწყობა მექნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯგუფში პირველ ადგილზე ყოფნა და ამიტომ, მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ. საქართველოში თამაში ადვილი არ არის და ჩვენ მზად ვართ ბრძოლისთვის. 

რას ელით საქართველოს ნაკრებისგან?

ტომასონი: კოპენჰაგენში შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ და გოლებიც საჭირო დროს გავიტანეთ. ზოგადად, საკუთარ მოედანზე დანიის ნაკრები ძალიან ძლიერია, მაგრამ ხვალ გასვლაზე ვთმაშობთ. მით უმეტეს, საქართველოს ნაკრები ასევე ძლიერია შინ. მიუხედავად ამისა, ჩვენ სამი ქულისთვის ვითამაშებთ.

თბილისში აგე ჰარეიდეს გარეშე ჩამოხვედით. რამდენად არის ეს თქვენთვის წნეხი, ხოლო გუნდისთვის დისკომფორტი?

ტომასონი: როგორც ფეხბურთელი, მიჩვეული ვარ წნეხს. მართალია, ეს ჩემთვის ახალი გამოცდილებაა, მაგრამ ბოლომდე მჯერა ჩემი ფეხბურთელების. ასე რომ, ყველაფერი რიგზეა.

სიმონ კიაერი (დანიის ნაკრები)

საქართველოს ნაკრები გუნდური თამაშით გამოირჩევა და შესაბამისად, რომელიმე ერთი ფეხბურთელის გამორჩევა გამიჭირდება. წინ რთული თამაში გველოდება, თუმცა ჩვენ მოსაგებად გავალთ მინდორზე და ბოლომდე ვიბრძოლებთ.

კომენტარები

ბოლო ამბები