Thumbnail

საზარელი ავარია ფორმულა 3-ში - დაუჯერებელია, მაგრამ პილოტი გადარჩა

  • ფორმულა 3-ში მომხდარი ავარია, საბედნიეროდ, ტრაგედიით არ დასრულდა 
  • ბოლიდი ბორდიურზე ავარდა, ჰაერში სამჯერ დატრიალდა და ძირს დაენარცხა

ფორმულა 3-ში, მონცას ტრასაზე გამართული რბოლის დროს, ალექს პერონის საოცარი ავარია შეემთხვა, რის შემდეგაც უვნებელი გადარჩა. Campos Racing-ის 19 წლის ავსტრალიელი პილოტის ბოლიდი რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ავარდა, ჰაერში სამი ბრუნი გააკეთა და კიდეს დაენარცხა.

პერონის ბოლიდი მოსახვევში კარგად ვერ შევიდა, ბორდიურს წამოედო, რის შემდეგაც მართვა დაკარგა. საბოლოოდ ავტომობილი საბურავების ბარიერს ამობრუნებული დაეცა.

იუწყებიან, რომ ავსტრალიელ პილოტს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია და მან ბოლოდიც დამოუკიდებლად დატოვა. ავარიის შემდეგ ტრასაზე უსაფრთხოების ავტომობილი გავიდა, რომლითაც პერონი სამედიცინო ცენტრში შემოწმებისთვის გადაიყვანეს.

19 წლის პილოტმა სერიოზული დაზიანებები თავიდან აირიდა 

 

კომენტარები

ბოლო ამბები