Thumbnail

საკალათბურთო სუპერლიგა: დრამატული მატჩი რუსთავში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საკალათბურთო სუპერლიგა 2 მატჩით განახლდა.
  • რუსთავი 101:99 მარნეული
  • ქუთაისი 78:71 ბათუმი

საკალათბურთო სუპერლიგა ორი მატჩით განახლდა. სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე მყოფმა რუსთავმა ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერ მარნეულის დელტას უმასპინძლა და დამატებით დროში 101: 99 სძლია მეტოქეს.

ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წუთზე ნაკლები რჩებოდა, როდესაც მარნეულელები 14 ქულის სხვაობით იგებდნენ, თუმცა დარჩენილ დროში რუსთაველებმა ანგარიში გაათანაბრეს და მატჩი დამატებით დროში გადავიდა.

ოვერტაიმი ქულა ქულაში მიმდინარეობდა, მატჩის კულმინაცია კი ადამ ბლეიზეკის 8-9 მეტრიდან ნასროლი ზუსტი 3-ქულიანი იყო, რის შემდეგაც საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა. დარჩენილ 6 წამში დელტას შეეძლო ჩაგდება, მაგრამ ჯერ 3-ქულიანი არ ჩავარდა, შემდეგ კი დამატებული ბურთი.

რუსთავის რიგებში 29 ქულით და 6 პასით საუკეთესო იყო ადამ ბლეიზეკი, ტაირელ ნელსონმა კი 27 ქულა და 14 მოხსნა მოიხვეჭა. მარნეულის რიგებში ყველაზე შედეგიანი არტიომ შვეცი იყო 26 ქულით და 7 მოხსნით.

მეორე მატჩი ქუთაისში გაიმართა, სადაც ბათუმი ჩავიდა და მასპინძლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. ქუთაისმა პირველი ნახევარი 18 ქულით მოიგო, თუმცა შემდეგ აჭარლებმა მოუმატეს და გაათანაბრეს ანგარიში. შეხვედრის დასკვნითი ნაწილი მასპინძლებმა უკეთესად წარმართეს და საბოლოოდ, ქუთაისმა 78:71 გაიმარჯვა.

სატურნირო ცხრილში 31 ქულით პირველ ადგილზე ქუთაისია, 27-27 ქულით მეორე-მესამე ადგილებს დინამო და რუსთავი იკავებენ

კომენტარები

ბოლო ამბები