Thumbnail
  • 38 წლის კამერუნელმა თავდამსხმელმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა 
  • რეალის, ბარსას, ინტერის და ჩელსის ყოფილი ფორვარდი ბოლოს ყატარში თამაშობდა

ცნობილმა კამერუნელმა თავდამსხმელმა სამუელ ეტო’ომ პროფესიონალური კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

"ეს დასასრულია. წინ ახალი გამოწვევაა. მადლობა ყველას", - დაწერა 38 წლის.ეტო’ომ.

კამერუნის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს რეალში, მალიორკაში, ბარსელონაში, ინტერში, ანჟიში, ჩელსიში, ევერტონში, სამპდორიაში, ანტალიასფორსა და კონიასფორში უთამაშია. მისი ბოლო კლუბი კი ყატარი იყო. 

კამერუნელმა ჩემპიონთა ლიგა ორჯერ ბარსაში მოიგო, ერთხელ - ინტერში

მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში სამუელმა ჯამში 15 საკლუბო ტიტული მოიგო. მას ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება სამჯერ (2006, 2009 და 2010 წლებში) აქვს მოპოვებული, სამჯერ მან ესპანეთის ჩემპიონობა იზეიმა, ერთხელ კი იტალიურ სერია A-ში გაიმარჯვა. 

თავდამსხმელი კამერუნის ეროვნული ნაკრების ღირსებას 1996-2014 წლებში იცავდა და მისი მაისურით ჩატარებულ 118 მატჩში 56 გოლი გაიტანა (საუკეთესო მაჩვენებელი ისტორიაში). ის ოთხჯერ დაასახელეს საუკეთესო აფრიკელ ფეხბურთელად - 2003, 2004, 2005 და 2010 წლებში. ეროვნულ გუნდთან ერთად სამუელმა აფრიკის თასი ორჯერ მოიგო, 2000 წელს კი სიდნეის ოლიმპიური თამაშებზე გაიმარჯვა.

გამოკითხვა

ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი?

  • ბარსელონა
  • რეალი
  • ატლეტიკო
  • ვალენსია
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები