Thumbnail

კალაშნიკოვა ფინალშია! ნიუ ჰეივენში ოქსანა ამერიკელებს დაუპირისპირდება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ოქსანა კალაშნიკოვა/ანა ბლინკოვა 6:3, 7:5 ვიქტორია დიუვალი/კატერინ ჰარისონი
  • კალაშნიკოვას წყვილებში 30 და ერთეულებში 5 ტიტული აქვს მოპოვებული

ნიუ ჰეივანში (აშშ) მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირის ფინალში ქართველი ოქსანა კალაშნიკოვა (60 წყვილებში) გავიდა. ოქსანასა და რუსი ანა ბლინკოვას (84 ერთეულებში) დუეტი მე-2 ნომრად იყო განთესილი. 29 წლის ქართველმა და 20 წლის რუსმა ორ სეტში დაამარცხეს ამერიკელები, ვიქტორია დიუვალი და კატერინ ჰარისონი - 6:3, 7:5.

ბლინკოვა და კალაშნიკოვა გამარჯვებას ზეიმობენ

ფინალში, რომელიც 7 სექტემბერს გაიმართება, კალაშნიკოვა და ბლინკოვა ამერიკელებს, უსუე არკონადასა და ჯემი ლოებს შეხვდებიან. 

ამერიკული ტურნირი Oracle Challenger სერიის ნაწილია. ოქსანა კალაშნიკოვას პროფესიულ კარიერაში 35 ტიტული აქვს მოპოვებული. აქედან 30 წყვილთა თანრიგში (5 WTA-ს ეგიდით). ფინალში გამარჯვების შემთხვევაში ოქსანა კალაშნიკოვა წყვილებში 59-ე ადგილზე გადავა. 

კომენტარები

ბოლო ამბები