Thumbnail
  • შოტლანდია 36:9 საქართველო
  • შოტლანდიელებმა საქართველოს ნაკრებს 6 ლელო გაუტანეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო თასამდე ბოლო შეხვედრა გამართა და შოტლანდიასთან სტუმრად 9:36 დამარცხდა. მასპინძლებმა 6 ლელოს დადება მოახერხეს და საქართველოს ნაკრები მეოთხედ დაამარცხეს.

UPDATE: მილტონ ჰეიგის კომენტარი შოტლანდიაში გამართული შეხვედრის შემდეგ

გრეგორ თაუნსენდმა შოტლანდიელთა შემადგენლობაში მეორე მატჩისთვის 12 ცვლილება განახორციელა და იმ მორაგბეებსაც მისცა შანსი, რომლებსაც თბილისურ მატჩში თავი არ გამოუჩენიათ.

შეხვედრაში ლელოს დადების პირველი შანსი ბექა გიგაშვილს ჰქონდა, თუმცა ქართველ მორაგბეს ბურთი ხელიდან გააგდებინეს. მასპინძლებმა პირველი ლელო მე-16 წუთზე გაიტანეს. შოტლანდიელთა მხრიდან თავი ალი პრაისმა გამოიჩინა, თუმცა ჰასტინგსმა გარდასახვა ვერ გაიტანა - 5:0.

ალი პრაისის ლელო

3 წუთში თედო აბჟანდაძემ ანგარიშში სხვაობა შეამცირა. ნაკრების ათიანმა ჯარიმის გატანა შეძლო და ანგარიში 5:3 გახდა.

თედო აბჟანდაძის პირველი ჯარიმა

ზუსტად 3 წუთში ბლერ კინგჰორნმა ''ბორჯღალოსნებს'' მეორე ლელო დაუდო, მაგრამ ჰასტინგსმა გატანა ისევ ვერ შეძლო - 10:3.

ბლერ კინგჰორნის ლელო

ორი გაშვებული ლელოს შემდეგ, მილტონ ჰეიგის გუნდმა მეტოქის 2-ჯერ დაჯარიმება მოახერხა და თედო აბჟანდაძემ 26-ე და 29-ე წუთებზე კიდევ ორი ჯარიმის გატანა შეძლო - 10:9 შოტლანდიელთა სასარგებლოდ.

თედო აბჟანდაძის მეორე ჯარიმა

თედო აბჟანდაძის მესამე ჯარიმა

პირველი ტაიმი სწორედ 10:9 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა ორივე ნაკრებს თითო მორაგბე გაუსინბინა - საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მიხეილ ნარიაშვილმა 10 წუთი დაისვენა.

მეორე ტაიმში შოტლანდიამ მე-3 ლელო გაიტანა. სემ ჯონსონმა შოტლანდიელთა უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა, ხოლო ჰასტინგსმა პირველი გარადასახვის გატანა მოახერხა - 17:9.

შოტლანდიელებმა მე-4 ლელო დიდი პაუზის შემდეგ დადეს. დარსი გრემმა 68-ე წუთზე გამოიჩინა თავი, თუმცა გარდასახვის გატანა ჰასტინგსმა ისევ ვერ შეძლო. დარსი მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს - 22:9.

შოტლანდიელებმა ლელოების რაოდენობა 6-მდე გაზარდეს. ჯერ ჯორჯ ჰორნმა მოახერხა ლელოს დადება, ხოლო ''ბორჯღალოსნები'' ბოლოჯერ პიტ ჰორნმა დაალელოვა. შოტლანდიელებმა მატჩი 36:9 მოიგეს და მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპი დაასრულეს. ბორჯღალოსნები ტოკიოში 8 სექტემბერს ლონდონის აეროპორტიდან გაფრინდებიან.

ჯორჯ ჰორნის ლელო

პიტ ჰორნის ლელო

კომენტარები

ბოლო ამბები