Thumbnail
  • გიორგი ჩიტაურის გუნდმა გადამწყვეტი ბოლო წუთზე გაუშვა
  • ქართველ ფეხბურთელთა მომავალი მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა პოლონეთში დაწყებულ სირენკას თასზე პირველი მატჩი ჩაატარა და მასპინძლებთან 1:2 დამარცხდა.

შეხვედრა გიორგი ჩიტაურის გუნდის უპირატესობით დაიწყო და მე-6 წუთზე, კუთხურის შემდეგ ოთარ მამაგეიშვილმა გუნდი დააწინაურა, თუმცა, ქართველებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს.

პოლონელებმა 70-ე წუთზე ჩიელემეცკის გოლის წყალობით გათანაბრეს, გადამწყვეტი ბურთი კი ვლოდარჩიკმა ბოლო წუთზე შეაგდო.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ხარატიშვილი, გოგოტიშვილი, ხვადაგიანი, ტატიშვილი, ავალიანი, ო. მამაგეიშვილი, ონიანი, გაგნიძე, გვიშიანი, გ. მამაგეიშვილი, თურაზაშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: აბუაშვილი, ზოსიაშვილი, აბჟანდაძე.

პოლონური ტურნირი 10 სექტემბრამდე გაგრძელდება და ჩიტაურის გუნდისთვის, ეს ევროშესარჩევ ციკლამდე, ბოლო მოსამზადებელი ეტაპია.

📺 U17 პოლონეთი - საქართველო (სრული მატჩი)

შეჯიბრში ქართველთა და პოლონელთა გარდა 6 ნაკრები მონაწილეობს: ინგლისი, ავსტრია, შვეიცარია, რუმინეთი, ფინეთი და ნორვეგია. თუ ვინ იქნება საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე, დღის სხვა შეხვედრების დასრულების შემდეგ გაირკვევა.

კომენტარები

ბოლო ამბები