Thumbnail
  • იაპონია 7:41 სამხრეთ აფრიკა
  • სამხრეთაფრიკელებმა მეტოქეს 6 ლელო დაუდეს

სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრები, იაპონიის ქალაქ საიტამაში, ''კუმაგაია სტედიუმზე'' იაპონიის ნაკრებს ესტუმრა და მეტოქეს 6 ლელო გაუტანა. იაპონიამ პირველი ტაიმი 0:22 წააგო, ხოლო მეორე ნახევარში ერთი ლელოს გატანა მოახერხა.

''სპრინგბოქსმა'' 2015 წლის მსოფლიო თასზე განცდილი მარცხისთვის იაპონიას სრულფასოვანი რევანში აუღო. იაპონელებმა 2015 წლის მსოფლიოზე სამხრეთ აფრიკას დაძაბულ ბრძოლაში 34:32 მოუგეს.

იაპონია: კოტარო მაცუშიმა (ლელო), იუ ტამურა (გარდასახვა)

სამხრეთ აფრიკა: ჩესლინ კოლბი (2 ლელო), მაკაზოლე მაპიმპი (3 ლელო)ჰერშელ იანცი (ლელო), გარდასახვა: ანდრე პოლარდი (2), ფრანს სტაინი (2 გარდასახვა), ანდრე პოლარდი (2 ჯარიმა).

სამხრეთ აფრიკა მსოფლიო თასზე პირველ მატჩს ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გამართავს. მასპინძელი იაპონია კი რუსეთს დაუპირისპირდება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს B ჯგუფს?

  • ახალი ზელანდია
  • სამხრეთ აფრიკა
  • იტალია
  • ნამიბია
  • კანადა

კომენტარები

ბოლო ამბები