Thumbnail
  • ტორპედო ახალი სეზონისთვის თურქეთში ემზადება.
  • კახა ჩხეტიანის გუნდმა პირველი ამხანაგური მატჩი გამართა.
  • ტორპედო თურქულ შეკრებაზე კიდევ 3 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.

ქუთაისის ტორპედო ახალი სეზონისთვის თურქეთში, ქალაქ ლარაში ემზადება. საქართველოს ჩემპიონმა პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და ყაზახურ აქტობესთან 0:2 დამარცხდა.

ანგარიში პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გაიხსნა, როდესაც ყაზახებმა სტანდარტული გამოიყენეს. მეორე გოლი მატჩის მიწურულს გავიდა და ამჯერად, კახა ჩხეტიანის შეგირდებს კონტრშეტევა გაეპარათ.

ტორპედომ აქტობესთან მატჩი შემდეგი შემადგენლობით დაიწყო: როინ კვასხვაძე, ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა, გიორგი გურული, თორნიკე გრიგალაშვილი, მერაბ გიგაური, გიორგი კუხიანიძე, გრიგოლ დოლიძე, მიხეილ სარდალიშვილი, ლევან კუტალია, თირნიკე კაპანაძე

თურქეთში ტორპედო კიდევ 3 ამხანაგურ მატჩს გამართავს: 10 თებერვალს უკრაინულ ოლექსანდრიასთან, 13 თებერვალს მოსკოვის ტორპედოსთან, ხოლო 17 თებერვალს ყაზახურ კაირათთან.

კომენტარები

ბოლო ამბები