Thumbnail

4:0 ლიხტენშტაინთან - U21 საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი მოგებით დაიწყო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • გია ცეცაძის გუნდმა მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა
  • გოლები ქავთარაძემ, სამურკასოვმა, არაბიძემ და ბუღრიძემ გაიტანეს

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2021 წლის შესარჩევი ეტაპის პირველი შეხვედრა გამართა და გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ლიხტენშტაინი 4:0 დაამარცხა. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ გია ცეცაძის გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა.

პირველი ტაიმი ნახევარი საათის დაწყებული ოყო, როდესაც გიორგი არაბიძის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ, ბექა ქავთარაძე მეკარესთან პირისპირ დარჩა და გახსნა ანგარიში. 

1:0 ქავთარაძე (30)

პირველი გოლიდან ექვს წუთში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ორამდე გაზარდა უპირატესობა. შეტევა გიორგი არაბიძემ დაიწო, რომლის გამჭოლი გადაცემის შემდეგ, ნიკოლოზ მალი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, დავით სამურკასოვი მოძებნა და მანაც მეორე გოლი გაიტანა სტუმართა კარში.

2:0 სამურკასოვი (36)

მეორე ტაიმში თამაშის სცენარი არ შეცვლილა და 53-ე წუთზე ლიხტენშტაინის ახალგაზრდული ნაკრების კარში მესამე გოლი გავიდა. კიდევ ერთხელ გაიბრწყინა არაბიძემ, რომელმაც შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო დარტყმა.

3:0 არაბიძე (53)

70-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელებმა კიდევ ერთხელ გაუტანეს მეტოქეს და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს. გია ცეცაძის შეგირდებმა შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც ირაკლი ბუღრიძემ დააგვირგვინა. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა დიდი ანგარიშით სლია მეტოქეს და პირველი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

4:0 ბუღრიძე (70)

U21 საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის მეორე ჯგუფში ასპარეზობს, სადაც ლიხტენშტაინის გარდა საფრანგეთს, სლოვაკეთს, შვეიცარიას და აზერბაიჯანს გაუწევს კონკურენციას. 10 სექტემბერს, გია ცეცაძის გუნდი მეორე შეხვედრას ბაქოში აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამართავს.

U21 საქართველო 4:0 U21 ლიხტენშტაინი

გოლები: 1:0 ქავთარაძე (30), 2:0 სამურკასოვი (36), 3:0 არაბიძე (53), 4:0 ბუღრიძე (70).

U21 საქართველო (3-5-2): გუგეშაშვილი - ბერიაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური - მალი (61. ლაკვეხელიანი), ნინუა (81. კიტეიშვილი), სამურკასოვი (81. ანდრონიკაშვილი), სილაგაძე - არაბიძე (67. კოხრეიძე), ქავთარაძე (70. ბუღრიძე) - არველაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები