Thumbnail

ბორჯღალოსნებმა შოტლანდიური გრანდიც ავარჯიშეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ქართული შერკინების ძალა ედინბურგმაც გამოსცადა
  • საქართველოს ნაკრები ‘ნარშავებთან’ განმეორებითი ტესტისთვის ემზადება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები შოტლანდიაში იმყოფება და მასპინძლებთან განმეორებითი ტესტ-მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. ბორჯღალოსნებმა მორიგი წვრთნა ადგილობრივ გრანდ ედინბურგთან გამართეს და გასაკვირი არ ყოფილა, რომ სქოთებმა განსაკუთრებული აქცენტი შერკინებაზე გააკეთეს.

ქართველი ფორვარდების სიძლიერე საქვეყნოდ ცნობილია და შემთხვევითი არაა, რომ ბორჯღალოსნებთან ერთად ინგლისის ნაკრებსაც არაერთხელ უვარჯიშია, ახლა კი, შანსი შოტლანდიელებმაც არ გაუშვეს.

ედინბურგი ევროპული მასშტაბით ცნობილი გუნდია, რომელიც 147-წლიან (!) ისტორიას ითვლის. ის პრო 14-ის უცვლელი წევრია, რომლის ფინალშიც 2009 წელს უთამაშია, 2015-ში კი, ჩელენჯ ქაფის გადამწყვეტ შეხვედრაში დამარცხდა.

2019 წლის მსოფლიო თასისთვის შოტლანდიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ედინბურგელთა 11 მოთამაშე მოხვდა, რად დედაქალაქური კლუბის სიძლიერეზე მეტყველებს.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის და საქართველოს მოახლოებული ტესტი სწორედ ედინბურგის სტადიონ მარიფილდზე 6 სექტემბერს გახლავთ დაგეგმილი და თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება. თბილისში გასულ უქმეებზე გამართულ შეხვედრაში “ნარშავებმა” 44:10 იმარჯვეს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს D ჯგუფს?

  • უელსი
  • ავსტრალია
  • ფიჯი
  • საქართველო
  • ურუგვაი

კომენტარები

ბოლო ამბები