Thumbnail

სეზონის ბოლოს ოპერაცია – ბასილაშვილს იძულებითი პაუზა უწევს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ქართველმა ჩოგბურთელმა გაუარესებული მოწოდების შესახებ ისაუბრა
  • ბასილაშვილს ამერიკის ღია პირველობაზე სამ მატჩში 36 ორმაგი შეცდომა ჰქონდა

27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სეზონის ბოლოს ხელზე ოპერაციას გაიკეთებს და არცთუ მცირე ხნით კორტისგან ჩამოშორება მოუწევს. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველმა ჩოგანმა ინსტაგრამის გვერდზე ისაუბრა.

ბასილაშვილს ბოლო პერიოდში მისი არასტაბილური მოწოდების შესახებ დაეკითხნენ. შეგახსენებთ, რომ ქართველ ჩოგბურთელს ამერიკის ღია პირველობაზე სამ მატჩში 36 ორმაგი შეცდომა მოუგროვდა, პირველ მოწოდებაზე კი მხოლოდ 50%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა.

აი, ბასილაშვილის პასუხიც: “სამწუხაროდ, დიდი ხანია, ხელის პრობლემა მაქვს, ამიტომ ფიზიკურად ბევრს ვერ ვმუშაობთ. სეზონის ბოლოს ოპერაციას გავიკეთებ და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება”.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილს ATP-ს რეიტინგში 1 985 ქულით მე-18 ადგილი უკავია, მისი საუკეთესო მაჩვენებელი კი მე-16 პოზიციაა. თუკი ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი რუს დანიილ მედვედევს ვერ მოუგებს, ქართველი ჩოგბურთელი მომავალი ორშაბათიდან მსოფლიოს მე-17 ნომერი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები