Thumbnail
  • ბარსელონას ხორვატი ნახევარმცველის იტალიაში ტრანსფერი გამორიცხული არაა
  • ტურინული კლუბი 31 წლის ფეხბურთელის გადაბირებას ზამთარშიც შეეცდება

იუვენტუსმა გასულ ზაფხულს ვერაფრით მოახერხა ბარსელონასთან ივან რაკიტიჩის ტრანსფერზე მოლაპარაკება, მაგრამ ტურინელები ხორვატი ნახევარმცველის გადაბირების იდეაზე უარ არ ამბობენ და როგორც იტალიური მედია წერს, მიზნის მიღწევას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეეცდება.

31 წლის ფეხბურთელმა კარიერის იტალიაში გაგრძელების სურვილი ადრევე გამოთქვა და იუვენტუსი მასთან უკვე პირად კონტრაქტზეც იყო მოლაპარაკებული, მაგრამ ტურინული და კატალონიური კლუბების ხანგრძლივმა მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო. ბარსელონამ არ ისურვა რაკიტიჩის ემრე ჯანში გაცვლა, "ბებერმა ქალბატონი" კი მზად არ აღმოჩნდა ფედერიკო ბერნარდესკის შეთავაზებისთვის.

ერნესტო ვალვერდეს გუნდში ხორვატის მომავალი ბუნდოვანია

იუვე იტალიაში ერთადერთი კლუბი არაა, რომელსაც ხორვატის გადაბირება სურს. ამ ზაფხულს რაკიტიჩის დამატების სურვილი ინტერში ანტონიო კონტესაც ჰქონდა. 

ივან რაკიტიჩმა ბარსელონას მაისურით ამ სეზონში სულ ერთ მატჩში ითამაშა. ნახევარმცველს კონტრაქტი კატალონიელებთან 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 

მანამდე იუწყებოდნენ, რომ რაკიტიჩი, ჟან-კლერ ტოდიბომ და უსმან დემბელემ პარი სენ-ჟერმენის წინადადებას უარით უპასუხეს - ბარსელონას ამ ფეხბურთელების ჩართვა ნეიმარზე გარიგებაში სურდა.

ივან რაკიტიჩი ბარსელონას ღირსებას 2014 წლიდან იცავს. გასულ სეზონში 31 წლის ფეხბურთელმა ესპანეთის ჩემპიონატის 34 მატჩში ითამაშა, გაიტანა სამი გოლი და მიითვალა 5 საგოლე პასი. მანამდე ხორვატი ფეხბურთელი ბაზელში, შალკესა და სევილიაში გამოდიოდა.

გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ნაპოლი
  • ინტერი
  • მილანი
  • რომა
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები