Thumbnail
  • 10 ვარსკვლავი პატარა გუნდში
  • ფეხბურთელები, რომელთა კარიერაც უცნაურად განვითარდა...

შეიძლება სტატიის სათაური ესეთი ყოფილიყო 'TOP 10 | დიდი ფეხბურთელები ძალიან პატარა გუნდებში' - რადგან სიაში რობერტო ბაჯო არ შევიყვანეთ, რადგან ვთლით, რომ ქვევით ჩამოთვლილ 10 გუნდთან შედარებით - ბაჯოს ბრეშია მანჩესტერ იუნაიტედია.

უილფრიდ ბონი, მანჩესტერ სიტის და კოტ დივუარის ყოფილი ვარსკვლავი, ფულის საშოვნელად ალ არაბში იყო წასული, თუმცა მალევე გამოუშვეს და დღეს ინგლისის რანგით მეოთხე დივიზიონის ნიუპორტ ქუნთიში ფორმის შესანარჩუნებლად ვარჯიშობს...

ამ სიაში ვერ შეხვდებით, უცხოეთში აშკარად საშოვარზე წასულ ფეხბურთელებს - ჩინეთში, ინდოეთში, ყაზახეთში, ამერიკაში, არაბეთის ქვეყნებში წასულ ვეტერან ვარსკვლავებს. არავინ ამბობს, რომ კანიჯას ან რავანელის დანდისთან რაიმე განსაკუთრებული სენტიმენტები აკავშირებდათ, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ნაკლებმა ინტერესმა, ეს ხალხი ამ პატარა ევროპულ გუნდებამდე მიიყვანა. 

თუმცა ძნელად დასაჯერებელია, რომ ჯენარო გატუზომ ყატარის სუპერლიგის ნაცვლად, კარიერა შვეიცარიის სიონში იმიტომ დაასრულა, რომ ყატარიდან, ან საუდის არაბეთიდან მისდამი ინტერესი არ იყო. იგივეს თქმა შეიძლება სიაში მყოფ სხვა ფეხბურთელებზეც...

1. პეპ გვარდიოლა - დორადოსი (მექსიკა)

პეპ გვარდიოლას ბარსას შემდეგ ინგლისში თამაშზე, ჯერ ბობი რობსონმა უთხრა უარი ნიუკასლში, შემდეგ სემ ელერდაისმა ბოლტონში... იტალიაში და ყატარში ხეტიალის შემდეგ, პეპი მადრიდიდან მექსიკის რეისს გაჰყვა და კარიერა აცტეკების მიწაზე - დორადოს დე სინაოლაში დაასრულა.

2. ედგარ დავიდსი - ბარნეტი (ინგლისი)

დავიდსი ლონდონით პირველად 2005 წელს 'მოიწამლა', როდესაც ტოტენჰემში გადავიდა. სპურსის შემდეგ ჩემპიონშიფში კრისტალ პალასთან მოაწერა ხელი, სადაც გასვლით თამაშებზე მატარებლით დადიოდა, ხოლო კარიერის ბოლო ორი სეზონი ინგლისის დაბალ ლიგებში - ჩრდილოეთ ლონდონში არსენალის და ტოტენჰემის პატარა მეზობელ გუნდში - ბარნეტში გაატარა.

3. ჯენარო გატუზო - სიონი (შვეიცარია)

არც არაბეთის ქვეყნებში, არ ჩინეთში, არც ამერიკაში, არსად არ შესთავაზეს გატუზოს ის, რაც მას შვეიცარიაში დახვდა - მწვრთნელის პოსტი! გატუზომ კარიერა სიონში დაასრულა, სადაც 2012-13 წლების სეზონის მეორე წრეში, მოთამაშე-მწვრთნელის რანგში მოგვევლინა და მისი სამწვრთნელო კარიერაც სწორედ აქ დაიწყო.

4. სოკრატესი - გარფორტ თაუნი (ინგლისი)

რაც მარადონამ ინგლისურ ფეხბურთს 1979 წელს შეფილდ იუნაიტედში ვერ გადასვლით დააკლო, სოკრატესმა 2004 წელს, 50 წლის ასაკში აუნაზღაურა - 'დოქტორი' ჩრდილოეთ ინგლისის სამოყვარულო ლიგას 2004 წელს 1 თვიანი კონტრაქტით ეწვია, მისი დებიუტი გარფორტის რიგებში ტადკასტერ ალბიონთან 2004 წლის ნოემბერში შედგა.

5. რავანელი და კანიჯა - დანდი (შოტლანდია)

იყო დრო შოტლანდიის პრემიერლიგა დიდი სახელების სამშობლო გახლდათ, სელტიკის და რეინჯერსის გარდა ვარსკვლავებს სხვა გუნდებშიც ნახავდით, მაგალითად ლივინგსტონში ბარსას გილერმო ამორს, ხოლო დანდიში ერთბაშად ორს - ფაბრიციო რავანელის და კლაუდიო კანიჯას. 

6. ფერნანდო მორიენტესი - სანტა ანა (ესპანეთი)

ფერნანდო მორიენტესმა კარიერა 2010 წელს მარსელში დაასრულა, რეალის, მონაკოს და ლივერპულის ყოფილ ფორვარდს, ასაკში ტრავმიანობა აწუხებდა, თუმცა კარიერის დასრულებიდან 5 წლის შემდეგ, მადრიდის გარეუბნის გუნდში - სანტა ანაში ჩაატარა რამდენიმე მატჩი.

7. ლუსიო - ბრაზილიენსე (ბრაზილია)

ლუსიო ბრაზილიის ფედერალური შტატის ლიგაში, ჯერ გამას ფორმით თამაშობდა, ხოლო დღეს ბრაზილიენსეში ასპარეზობს. "ყოველდღე ვარჯიში მინდა, ფეხბურთშიც ამიტომ ვრჩები..." ამბობს 2010 წლის ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი.

8. რაფაელ ვან დერ ვაარტი - მიდტულანდი (დანია)

ძნელი სათქმელია, როგორ მოხვდა კარიერის მიწურულს ვან დერ ვაარტი დანის ლიგის საშულო დონის გუნდში, მაგრამ ფაქტია - ჰოლანდიელმა ვარსკვლავმა კარიერა მიდტიულანდში განაგრძო, ხოლო 2 სეზონის შემდეგ რეალის და ტოტენჰემის ყოფილმა მოთამაშემ, კარიერა კიდევ უფრო პატარა დანიურ გუნდში - ეისბერგში დაასრულა.

9. ჯორჯ ბესტი - კორკ სელტიკი (ირლანდია)

ევროპის 1968 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა, პირველად 1973-74 წლების სეზონში აურია, შედეგად იუნაიტედმა კლუბის ლეგენდა სტოკპორტში გაანათხოვრა, მაგრამ განათხოვრების შემდეგ ბესტი 1975 წლეს კლუბს საბოლოოდ დაემშვიდობა და ირლანდიის ლიგაში - კორკ სიტიში გადავიდა სათამაშოდ.

10. კრისტოფ მეტცელდერი - ჰალტერნი (გერმანია)

გერმანიის ნაკრების, მადრიდის რეალის და დორტმუნდის ბორუსიას ვეტერანმა - კრისტოფ მეტცელდერმა კარიერა სამოყვარულო დონეზე - ჰალტერნში დაასრულა. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ასეთ სკანდალში გაეხვა.

კომენტარები

ბოლო ამბები