Thumbnail
  • სქოთების თავკაცმა ქართველებთან განმეორებით მატჩზე ისაუბრა
  • ედინბურგულ მარიფილდზე ანშლაგია მოსალოდნელი

შეგახსენებთ, რომ “ნარშავების” თავკაცმა ორმატჩიანი სერიის განმეორებითი თამაშისთვის შემადგენლობაში 12 ცვლილება განახორციელა, თუმცა, სქოთების რაზმი მაინც შთამბეჭდავად გამოიყურება.

შოტლანდიელებმა "დინამო არენაზე" ნამდვილი სანახაობა მოაწყვეს და საქართველოს ნაკრებს 44:10 სძლიეს, გადავსებულ "მარიფილდზე" კი კიდევ უფრო დიდი ფავორიტები იქნებიან. მიუხედავად ამისა, თაუნსენდი “ბორჯღალოსნებს” მაინც სათანადო პატივს მიაგებს.

თბილისში შოტლანდიელებმა დამაჯერებლად იმარჯვეს

“ივნისის შუაწელიდან შეკრებაზე ვართ. პარასკევს კი ჩვენი ქომაგის წინაშე წლეულს ბოლოჯერ წარვსდგებით და ამ მომენტისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით.

ეს კიდევ ერთი შანსია ბიჭებისთვის, რათა ხარისხიანი თამაში აჩვენონ, დაახლოებით ისეთი, როგორც გასულ კვირას თბილისში გვქონდა. გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ნაკრები ახლა უფრო მეტ წინააღმდეგობას გაგვიწევს. უდავოა, რომ წინა შეხვედრიდან ისინი სათანადო დასკვნებს გამოიტანდნენ.

მძიმე ბრძოლას ველი და ეს, მომავალი მსოფლიო თასის წინ სასარგებლოცაა. იაპონიაში გამარჯვებულები უნდა წავიდეთ და ეს სერია იქაც უნდა გავაგრძელოთ.

მადლობას ვუხდი ჩვენს ქომაგებს, რომლებიც ზაფხულის ბოლოს ტესტისთვის განსაკუთრებულად ირაზმებიან. როგორც ვიცი, მარიფილდზე სრული ანშლაგია მოსალოდნელი. ბიჭები ამგვარ გაცილებას ნამდვილად იმსახურებენ”.

შეგახსენებთ, რომ ედინბურგში დაგეგმილი მატჩი 6 სექტემბერს თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება, რის შემდეგაც ორივე ნაკრები სრულად მსოფლიო თასის მატჩებზე ფიქრზე გადაერთვება.

ოთხწლეულის უმთავრეს ტურნირზე, რომელსაც იაპონია 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე პერიოდში უმასპინძლებს, საქართველოს ნაკრები D ჯგუფში ავსტრალიას, უელსს, ფიჯის და ურუგვაის ეთამაშება, ხოლო შოტლანდია A ჯგუფში იაპონიას, ირლანდიას, სამოას და რუსეთს გაეჯიბრება.

კომენტარები

ბოლო ამბები