Thumbnail

'სკამზე ალისონიც დავსვი და ბუფონიც' - რატომ არის ვოიცეხ შჩესნი საუკეთესო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ტურინის იუვენტუსისა და პოლონეთის ეროვნული ნაკრების მეკარის ხუმრობა
  • ლოგიკურად, 29 წლის გოლკიპერი მსოფლიოში მართლა საუკეთესო გამოდის

ტურინის იუვენტუსის მეკარე ვოიცეხ შჩესნიმ თავის კონკურენტებზე ირონიით ისაუბრა და განაცხადა, რომ საკუთარ თავს საუკეთესო მეკარედ მიიჩნევს მსოფლიოშიც და ისტორიაშიც. რა თქმა უნდა, 29 წლის ვოიცეხმა იხუმრა, მაგრამ ფაქტია, პოლონელმა გოლკიპერმა ჯერ რომაში კონკურენცია ალისონ ბეკერს მოუგო, იუვენტუსის შემადგენლობაში კი პირველობას ჯანლუიჯი ბუფონს აღარ უთმობს.

იუვეში დაბრუნებული ლეგენდა სათადარიგოთა სკამზე ზის, პოლონელი კი კარში დგას

"რომაში სკამზე მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დავსვი, იუვენტუსში კი - ისტორიაში საუკეთესო. გამოდის, რომ საუკეთესო ვარ მსოფლიოშიც და ისტორიაშიც. აი, ნაკრებში თუ ფაბიანსკი მოახერხებდა სათადარიგოთა სკამზე ჩემს დასმას, ის იქნებოდა ისტორიაში საუკეთესო", - აქვეყნებს შჩესნის ნათქვამს პოლონური მედია.

ვოიცეხ შჩესნი და ალისონი რომაში ერთად 2016/17 წლების სეზონში გამოდიოდნენ. ჯიჯი ბუფონთან ერთად კი პოლონელი იუვენტუსში 2017/18 წლების სეზონშიც თამაშობდა, რის შემდეგაც იტალიელი ლეგენდა პარი სენ-ჟერმენში გადაბარგდა. 2019 წლის ზაფხულში ბუფონი ტურინულ გუნდს, თავისუფალი აგენტის სტატუსით დაუბრუნდა.

ლივერპულში გადასული ბრაზილიელი ახლახან უეფამ სეზონის საუკეთესო მეკარედ აღიარა

სერია A-ს 2019/20 წლების სეზონში იუვენტუსმა ორი მატჩი ჩაატარა და ორივე მოიგო. პარმასთანაც (1:0) და ნაპოლისთანაც (4:3) ტურინელთა კარში ვოიცეხ შჩესნი იდგა. პოლონეთის ნაკრების მეკარეს რომასა და იუვენტუსის გარდა, ლონდონის არსენალსა და ბრენტფორდშიც უთამაშია.

გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ნაპოლი
  • ინტერი
  • მილანი
  • რომა
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები