Thumbnail

შოტლანდიის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო თასზე ცნობილია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გრეგორ თაუნსენდმა მსოფლიო თასისთვის 31-კაციანი შემადგენლობა დაასახელა
  • 17 მორკინალი და ხაზის 14 მოთამაშე შოტლანდიელთა რიგებში

შოტლანდიის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გრეგორ თაუნსენდმა მსოფლიო თასისთვის 31-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ეს შემადგენლობა 6 სექტემბერს  ''ბორჯღალოსნების'' წინააღმდეგ ითამაშებს, რის შემდეგაც შოტლანდიელებიც იაპონიაში გაფრინდებიან.

გრეგორ თაუნსენდმა იაპონიაში წასაყვანად 17 მორკინალი და ხაზის 14 მოთამაშე გაამზადა. მისი აზრით, შოტლანდიის ნაკრებს დიდი პოტენციალი აქვს. ამ მორაგბეებმა ფიზიკურად ძალიან ბევრი იმუშავეს. მათ ნებისმიერ გუნდთან შეუძლიათ გამარჯვებისთვის ბრძოლა.

შოტლანდიის ნაკრები A ჯგუფში ასპარეზობს, სადაც ირლანდია, სამოა, იაპონია და რუსეთი არიან. ვარაუდობენ, რომ ამ ჯგუფში ყველაზე დიდი ბრძოლა გაიმართება პლეი ოფის საგზურის მოსაპოვებლად.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს A ჯგუფს?

  • ირლანდია
  • შოტლანდია
  • იაპონია
  • სამოა
  • რუსეთი

შოტლანდიის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო თასზე

შერკინება: ჯონ ბარკლი, საიმონ ბერგანი, ფრეიზერ ბრაუნი, სკოტ კამინგსი, ალან დელი, ზანდერ ფაგერსონი, გრანტ გილკრისტი, ჯონი გრეი, სტიუარტ მაკინლი (კაპიტანი) , ვილემ ნილი, გორდონ რიდი, ჯეიმი რიჩი, ბლეიდ ტომსონი, ბენ ტულისი, ჯორჯ ტერნერი, ჰამიშ უოტსონი, რაიან უილსონი. 

ხაზის მოთამაშეები: დარსი გრემი, კრის ჰარისი, ადამ ჰასტინგსი, სტიუარტ ჰოგი, ჯორჯ ჰორნი, პიტ ჰორნი, სემ ჯონსონი, ბლერ კინგჰორნი, გრეიგ ლეიდლოუ, შონ მეიტლენდი, ალი პრაისი, ფინ რასელი, ტომი სეიმური, დანკან ტეილორი.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს მსოფლიო თასს?

  • ახალი ზელანდია
  • ინგლისი
  • ირლანდია
  • უელსი
  • სამხრეთ აფრიკა
  • ავსტრალია
  • საფრანგეთი
  • სხვა ნაკრები

კომენტარები

ბოლო ამბები