Thumbnail
  • ემრე ჯანი იუვენტუსზე გაბრაზებულია
  • ტურინელებმა გერმანელი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანეს
  • ნახევარმცველი ამბობს, რომ ტურინულ კლუბში მოატყუეს

გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი ემრე ჯანი ტურინის იუვენტუსს ემუქრება. მიზეზი: იტალიურმა გრანდმა 25 წლის ნახევარმცველი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა. ჯანმა ეს ამბავი მხოლოდ სამშაბათს, გუნდის მთავარი მწვრთნელისგან, მაურიციო სარისგან შეიტყო. 60 წლის მწვრთნელმა მას სატელეფონო ზარით გააგებინა, რომ ჩემპიონთა ლიგაში ვერ ითამაშებს.

'არანაირი ახსნა, არავითარი არგუმენტები. ლოგიკურია, რომ გაბრაზებული ვარ!'

“შოკირებული ვარ. ამას არ მოველოდი! სარის და ჩემი საუბარი ტელეფონზე ერთი წუთიც კი არ გაგრძელებულა. მან უბრალოდ მითხრა, რომ იუვენტუსის საჩემპიონთალიგო განაცხადში ჩემი ადგილი არ არის. არანაირი ახსნა, არავითარი არგუმენტები. ლოგიკურია, რომ ძალიან გაბრაზებული ვარ. ამ საქმეს ასე ნამდვილად არ დავტოვებ. ნაკრებიდან კლუბში დაბრუნების შემდეგ, ხელმძღვანელებს აუცილებლად დაველაპარაკები,” - განუცხადა ემრე ჯანმა გერმანელ ჟურნალისტებს.

საყრდენი ნახევარმცველი აცხადებს, რომ იუვენტუსში მას მწარედ მოატყუეს: “ერთი კვირის წინ სულ სხვა რამ მითხრეს. ისინი დამპირდნენ, რომ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ვიქნებოდი. რამდენიმე შემოთავაზება მქონდა, მაგრამ ყველას უარი ვუთხარი და იუვეში დავრჩი. ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისიც იყო, რომ ჩემპიონთა ლიგაში უნდა მეთამაშა. პარი სენ-ჟერმენიც კი მეპატიჟებოდა.”

შეგახსენებთ, რომ მაურიციო სარიმ საჩემპიონთალიგო განაცხადს მიღმა დატოვა მარიო მანჯუკიჩიც. სიაში ასევე არ არის ჯორჯო კიელინიც - თუმცა კაპიტნის არყოფნის მიზეზი მძიმე ტრავმაა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • სიტი
  • ბარსელონა
  • ლივერპული
  • რეალი
  • იუვენტუსი
  • პსჟ
  • ბაიერნი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები