Thumbnail
  • მსოფლიოს მეხუთე ჩოგანმა მეოთხედფინალში იოჰანა კონტა დაამარცხა
  • სვიტოლინა პირველი უკრაინელია, რომელიც US Open-ის 1/2 ფინალში ითამაშებს

ელინა სვიტოლინამ აშშ-ის ღია პირველობის ნახევარფინალში გააღწია. 24 წლის ჩოგბურთელი პირველი უკრაინელი გახდა, რომელიც US Open-ის ნახევარფინალში ითამაშებს. მეოთხედფინალში მან ბრიტანელი იოჰანა კონტა ორ სეტში, 6:4, 6:4 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სვიტოლინას ამ მატჩის მოსაგებად 1 საათი და 39 წუთი ეყო.

მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი ხუთშაბათს, ნახევარფინალში სერენა უილიამსსა და ჩინელ ვანგს შორის გამარჯვებულს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ სვიტოლინამ ივლისში უიმბლდონის ღია პირველობის ნახევარფინალში გააღწია, სადაც მომავალ ჩემპიონ სიმონა ჰალეპთან (რუმინეთი) ორ სეტში წააგო.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ღია პირველობის ნახევარფინალში გასვლით უკრაინელი ტურნირის დასრულების შემდეგ, რეიტინგში წინ წაიწევს და მსოფლიოს მესამე ჩოგანი გახდება.

ვიდეო: ელინა სვიტოლინა 6:4, 6:4 იოჰანა კონტა (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები