Thumbnail

არის სატრანსფერო რეკორდი - უპრეცედენტო დანახარჯი ევროპის TOP 5 ლიგაში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • წამაყვანი ლიგების კლუბებმა წელს 800 მილიონით მეტი დახარჯეს, ვიდრე შარშან
  • ტრანსფერებში გადახდილი თანხებით ლიდერი კვლავაც ინგლისის პრემიერლიგაა

სატრანსფერო ფანჯარა 2 სექტემბერს დაიხურა და როგორც ირკვევა, ევროპის ხუთი უძლიერესი ჩემპიონატის კლუბებმა ამ ზაფხულს ფეხბურთელების შეძენაში 5 მილიარდი ფუნტი სტერლინგის (დაახლოებით 5,5 მლრდ ევრო) ექვივალენტური თანხა დახარჯეს, რაც ახალი სატრანსფერო რეკორდია. ამის შესახებ ВВС ბიზნეს-ჯგუფის Deloitte-ის კვლევაზე დაყრდნობით იუწყება.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ევროპის ტოპ 5 ლიგის კლუბების დანახარჯი 800 მილიონით ნაკლები იყო.

ტრანსფერებში გადახდილი თანხებით ლიდერი კვლავინდებურად ინგლისის პრემიერლიგაა, რომლის კლუბებმა 1,41 მილიარდი ფუნტი დახარჯეს. 

ატლეტიკოდან ბარსელონაში გრიზმანის ტრანსფერი, ყველაფერთან ერთად, სკანდალურიც გამოდგა

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ პრემიერლიგას ბევრით არ ჩამორჩება ესპანური ლა ლიგა. აქ დანახარჯი 1,24 მილიარდია, რაც პრაქტიკულად, ორჯერ აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს. ესპანეთში გამორჩეული იყო ანტუან გრიზმანის ტრანსფერი - ატლეტიკოდან ბარსელონაში, 108 მილიონ ფუნტად და ბენფიკადან ატლეტიკოში ჟოაო ფელიქსის გადასვლა - 113 მილიონ ფუნტად. ასევე - ედენ აზარის ჩელსიდან რეალში, 90 მილიონის სანაცვლოდ გადაბარგება.

დანარჩენ სამ რჩეულ ლიგაშიც შიდა სატრანსფერო რეკორდები დამყარდა. იტალიურ სერია A-ში 1,06 მილიარდი დახარჯეს, გერმანულ ბუნდესლიგაში - 670 მილიონი, ხოლო ფრანგულ ლიგა 1-ში - 605 მილიონი.

ბელგიელის სამეფო კლუბში გადასვლას საშველი ამ ზაფხულს დაადგა

Deloitte-ის სპორტული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დენ ჯონსი განმარტავს, რომ რეკორდული დანახარჯები "უპრეცედენტოა" და რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის რეკორდული სასპონსო ტვ-კონტრაქტებით არის განპირობებული. ჯონსი ასევე შენიშნავს, რომ ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობების გამო, ევროპის საფეხბურთო კლუბებმა თავიანთი საუკეთესო ფეხბურთელების გაყიდვისგან თავის შეკავება ამჯობინეს.

კომენტარები

ბოლო ამბები