Thumbnail
  • ფილიპე კოუტინიომ ახალ თანაგუნდელებზე ისაუბრა.
  • ბრაზილიელი ბარსელონაში ბედნიერია.

ფილიპე კოუტინიო აცხადებს, რომ ბარსელონაში გადასვლით ბავშვობის ოცნება აუსრულდა. ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი, რომლის შეძენა კატალონიურ გრანდს 120 მილიონი ევრო დაუჯდა, ახალ თანაგუნდელებს აქებს და Sky Sports-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ბარსას ფეხბურთელებმა მეგობრულად მიიღეს.

ლუის სუარესი და ფილიპე კოუტინიო

“დაუჯერებელი გაცდაა, როცა გასახდელში მიმოიხედავ და ისეთ ფეხბურთელებს დაინახავ, როგორებიც ანდრეს ინიესტა, ლეო მესი, ლუის სუარესი, სერხიო ბუსკეტსი და სხვები არიან. ეს ის მოთამაშეები არიან, რომლებსაც აქამდე ტელევიზორში ვუყურებდი და რომლებითაც PlayStation-ში ვთამაშობდი. ახლა კი გასახდელში მათთან ერთად ვარ. ეს ფანტასტიკური შეგრძნებაა,” - ამბობს კოუტინიო.

“მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. ახლა კი მასთან ერთად ვარ, ვვარჯიშობ და ვთამაშობ, რაც ჩემთვის დიდი პატივია. ძალიან მშვიდი ადამიანია, საოცარი აურა აქვს. შოკი იყო, როცა დავინახე, რომ მესი რეალური ადამიანია,” - დასძენს ბრაზილიელი.

კომენტარები

ბოლო ამბები