Thumbnail
  • ესპანეთის ნაკრების თავკაცი მზადაა, ექს-მწვრთნელს პოსტი დაუთმოს
  • ლუის ენრიკეს წინა კვირაში ქალიშვილი გარდაეცვალა

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტ მორენო მზადაა, დათმოს “ფურია როხას” დამრიგებლის თანამდებობა, თუკი ყოფილი მწვრთნელი ლუის ენრიკე პოსტზე დაბრუნებას მოისურვებს.

“ლუის ენრიკე ჩემი მეგობარია და ჩვენი მეგობრობა ყველაფერზე წინ დგას. თუკი მას ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაბრუნება მოუნდება, მაშინვე დავტოვებ ამ პოსტს და სიამოვნებით ვიმუშავებ მასთან ერთად, ასისტენტის რანგში,” - განაცხადა მორენომ.

შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკემ “ფურია როხას” თავკაცის პოსტი 19 ივნისს, “სასწრაფო პირადი მიზეზების” გამო დატოვა. გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ მისი 9 წლის ქალიშვილი ხანა ძვლის სიმსივნით გარდაიცვალა. მას ექიმებმა ეს მძიმე დიაგნოზი 5 თვის წინ დაუსვეს. “ძალიან მოგვენატრები, მაგრამ ყოველდღე შენზე ვიფიქრებთ და გაგიხსენებთ,” - წერდა ლუის ენრიკე სოციალურ ქსელში.

როგორც იცით, ბარსელონას ყოფილმა მწვრთნელმა, რომელმაც კატალონიურ გრანდთან ერთად 2015 წელს ჰეთთრიკი შეასრულა, ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ჩაიბარა.

გამოკითხვა

ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი?

  • ბარსელონა
  • რეალი
  • ატლეტიკო
  • ვალენსია
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები