Thumbnail

Control - წლის ყველაზე შეშლილი ფსიქოდელური თამაში!

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ

ვიდეოთამაშები ყოველთვის უცნაური იყო. რა თქმა უნდა, არარეალისტური ვიზუალი და სიუჟეტი, სწორედ ისაა, რაც მათში გვიზიდავს. თუმცა, ნამდვილად სურეალისტური და, ამავდროულად, კარგი შინაარსის თამაში, რომელიც ერთდროულად გაგვაოცებს და შეგვაშინებს, იშვიათია.

კონტროლი, Remedy Entertainment-ის ბოლო ქმნილება, სწორედ ასეთია: თამაშში, ყველაზე მშვიდ მომენტებშიც კი ვერ იგრძნობთ მოწყენილობას: თამაშის იდუმალი, ზებუნებრივი ატმოსფერო სულ თან დაგდევთ: სულ იმის შეგრძნება გაქვთ, რომ სადაცაა, რაღაც მოხდება. გარემო თქვენს ირგვლივ მუდმივად იცვლება: ერთ წამს, ჩვეულებრივ საოფისე შენობაში ხართ, მეორე წამს კი - სამყაროს ქაოსი იცავს, გრავიტაცია ქრება და ყველაფერი თავდაყირა დგება. ''კონტროლი'' პარანოიული სიზმრის გაცოცხლებაა.

'' კონტროლი'' 1960-იანი წლების სტილის, მესამე პირის ხედვის, საბრძოლო ჟანრის თამაშია. ''კონტროლში'' ჯესის როლს მოირგებთ, რომელიც საიდუმლოს ამოხსნას ცდილობს. ეს საიდუმლო და მისი ზებუნებრივი უნარი, რომელსაც ''ინტუიციას'' ეძახიან, მას საზარელი ადგილებისკენ მიუძღვება.

თამაშის დასაწყისში, ჯესი კონტროლის ფედერალური ბიუროს შენობაშია. ეს ბიურო, სიუჟეტის მიხედვით, ადამიანებს იცავს ყოველგვარი ზებუნებრივი საფრთხისაგან და ბოროტ ძალებს აკავებს ჩვენს რეალობაში შემოღწევისგან. თამაშში, ცდილობთ, გაწმინდოთ კონტროლის ბიუროს შენობა უწმინდური ძალებიგან და გადაარჩინოთ სამყარო.

მექანიკა და ატმოსფერო

თავად თამაშის მექანიკა არც თუ ისე რთულია: იბრძვით პისტოლეტის გამოყენებით და მესამე პირის ხედვის კუთხიდან. გაქვთ განსაკუთრებული უნარები, რომლებსაც იძენთ სხვადასხვა ნივთების პოვნის შედეგად. თამაშში არის როგორც მთავარი, ისე დამატებითი მისიები, დონეების სისტემა (levels) და თითეულ ახალ დონეზე შეგიძლიათ პერსონაჟის სიძლიერის სხვადასხვა მხარეების გაუმჯობესება.

თუმცა, კონტროლის ''ჩვეულებრივობა'' აქ მთავრდება. რემედი ენთერთეინთმენტმა იდეალურად მოახერხა ატმოსფერული ელემენტების ერთმანეთთან შერწყმა - განათება, ჩვეუელბრივისა და მოულოდნელი დეტალების შერევა. ამას გარდა, თამაში სრული ხედვის ტექნიკას იყენებს, რომელიც მოთამაშეებს საშუალებას აძლევს, უკეთესად დააფასონ თამაში. 

''კონტროლის'' სამყაროში, თვალის დახამხამებაში, ჩვეულებრივი ოთახიდან შესაძლოა, უცნაურ რეაქტორში აღმოჩნდეთ, ან დაუსრულებელ დერეფნებში რომელსაც თავს ვეღარ დააღწევთ. თამაში დიდ აქცენტს აკეთებს ''დამსხვრეულ'' და ''გამრუდებულ'' სივრცის აღქმაზე და, სწორედ ამიტომ, უნიკალური არქიტექტურითაც გამოირჩევა, რომელსაც ''ბრუტალიზმს'' ეძახიან: შიშველი ქვები, დიდი სივრცეები, არაფრით გამორჩეული ოთახები, უშველებელი, მრავალბინიანი შენობები და კვარტლები, რომელიც ამერიკაში, როგორც წესი, ღარიბული ცხოვრების წესთან და საფრთხესთან ასოცირდება.

''კონტროლის'' ატმოსფერო, ერთი შეხევდისას, ყოველდღიური და მკვდარია, თუმცა, როგორც კი თამაშში ჩაერთვებით, ყველაფერი ცოცხლდება და ხვდებით, რომ ჩვეულებრივისა და მოსაწყენის მიღმა უამრავი იდუმალი იმალება.

გრაფიკა და მონაცემები

''კონტროლი'' RTX suite-სთანაა ინტერგრირებული და სინათლის გარდატეხვისა და რენდერის უახლეს ტექნოლოგიას იყენებს. დეველოპერები, მის თამაშს ZOTAC GAMING: GeForce RTX 2080-ზე გვირჩევენ, მინიმუმ 8 Gb შიდა მეხსიერებით, თუმცა, თუ თქვენს კომპიუტერს ნაკლები შესაძლებლობები აქვს, გული არ დაგწყდეთ: თამაშში სამი ტიპის გრაფიკის ხარისხი შეგიძლიათ აირჩიოთ. მაღალი, რომელიც ყველა ეფექტს ააქტიურებს და თამაშის სიგიჟის სრულყოფილად განცდის საშუალებას გაძლევთ. საშუალო, რომელიც მხოლოდ ძირითად ეფექტებსა და ჩრდილებს გაჩვენებთ და დაბალი, რომლითაც საერთოდ გათიშავთ დამატებით ეფექტებს RTX-ს. 

თამაში ასევე აღჭურვილია Nvidia-ს უახლესი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია DLSS-ით, რომელიც, დაბალ ხარისხზე, მაგალითად 1440p-ზე რენდერისას, მაქსიმალურად ნაკლებად კარგავს ვიზუალის სიმკვეთრეს და GPU-ზე დატვირთვასაც ამცირებს.

''კონტროლში'' ასევე არის Ray tracing-იც, რომლის გასააქტიურებლადაც საჭიროა: WIndows 10, 2018 წლის ოქტომბრის ან უფრო ახალი ვერსიით, თამაშში გააქტირებული DX12 და Nvidia-ს გრაფიკული დაფა (დეველოპერები RTX 20-ის სერიას გვირჩევენ). 

თამაში გაყიდვაში 27 აგვისტოდან ჩაეშვა. Steam-ზე ის ხელმისაწვდომი ჯერ კიდევ არ არის, თუმცა მისი შეძენა სხვა ხერხებით შეგიძლიათ. PC-სათვის, Epic Games-ის ვებგვერდზე, 30.99$-ად, Xbox-ისთვის, Microsoft-ის ვებგვერდზე, 59.99 $-ად, ხოლო PS-სთვის Playstation Store-ზე, ასევე 59.99 $-დან. 

კომენტარები

ბოლო ამბები