Thumbnail
  • 23 წლის თავდამსხმელმა დინამოში 40 მატჩი გამართა და 17 გოლი გაიტანა
  • ლევან შენგელია კარიერას თურქულ კონიასპორში გააგრძელებს

თბილისის დინამოდან ლევან შენგელიას წასვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყველაზე ტიტულოვანი ქართული გუნდი ლიდერმა დატოვა და კარიერას თურქულ კონიასპორში გააგრძელებს. ბევრი ითქვა იმის შესახებ, რომ თბილისურმა გუნდმა შენგელიას კარგი პირობები და გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ ფეხბურთელმა მაინც თურქეთში ამჯობინა გადაბარგება.

23 წლის თავდამსხმელმა დინამოს შემადგენლობაში 40 მატჩი გამართა და 17 გოლი გაიტანა. შენგელია უკვე წარადგინეს კონიასპორში, თვითონ ფეხბურთელმა კი სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა:

“პირველ რიგში, მინდა დავიწყო იქედან რომ ძალიან გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, თუ სად გამეგრძელებინა კარიერა. ეს, იმის გამო, რომ დინამოში თავს ვგრძნობდი ყველაზე ბედნიერად. ეს იყო ყველას დამსახურება დაწყებული პრეზიდენტიდან, რომელიც ყველაფერს აკეთებდა რომ თავი კომფორტულად მეგრძნო და დამთავრებული სტაფის თითოეული წევრიდან. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩისკოს და მის გუნდს ასეთი პროფესიონალიზმისთვის და კომფორტისთვის. გუნდში არის ერთიანობა, რომელშიც თითოეული ფეხბურთელია ჩართული. ასევე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო დინამოს გულშემატკივრებს, ყველას და განსაკუთრებით ჩვენს ელიტას, რომლებიც სულ ჩვენს გვერდით არიან. ყოველთვის ვგრძნობდი მათგან სიყვარულს. დინამო ჩემთვის ძალიან ძვირფასია და რა თქმა უნდა, ნომერ პირველი გუნდია საქართველოში. დარწმუნებული ვარ, დინამო წელს ჩემპიონობას იზეიმებს და მეც ამის ნაწილი ვიქნები !!!"

პირველ რიგში მინდა დავიწყო იქედან რომ , ძალიან გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება თუ სად გამეგრძელებინა კარიერა ეს იმის...

Posted by Levan Shengelia on სამშაბათი, 03 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები