Thumbnail
  • გენტმა ქართველი ნახევარმცველი მესამედ გაანათხოვრა
  • ძარიამ მალტას ალბანეთის ჩემპიონატიდან მიაშურა

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გუნდი ორმა ქართველმა ფეხბურთელმა გამოიცვალა: გიორგი ბერიძე კარიერას ბელგიურ ლოკერენში გააგრძელებს, ძარია კი მალტურ ვალეტაში ითამაშებს.

გიორგი ბერიძე ბელგიის რანგით მე-2 ლიგაში ითამაშებს

22 წლის ბერიძე გენტიდან იჯარის წესით გაუშვეს, რაც მოულოდნელი არ ყოფილა. ბელგიურმა გენტმა ქართველი ნახევარმცველის განათხოვრება უკვე მესამედ გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ გიორგიმ აღმოსავლეთ ფლამანდრიელებს 2015 წელს მიაშურა, თუმცა, იქ ფეხის მოკიდება ვერაფრით მოახერხა. გენტმა ბერიძე ჯერ სლოვაკურ ტრენჩინს დაუთმო, შემდეგ კი, იჯარით უნგრულ უიპეშტში ჰყავდა გაშვებული.

მიმდინარე სეზონის წინ ქართველი ლეგიონერი გენტელთა მაისურით ემზადებოდა და საკონტროლო მატჩებში 5 გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ გუნდის სამწვრთნელო შტაბის გულის მოგება მაინც ვერ მოახერხა.

ბერიძე ლოკერენში სეზონის ბოლომდე დარჩება და ეცდება, გუნდის შეტევის ხაზში არსებული პრობლემები აღმოფხრას.

გიორგის ახალი კლუბი ამჟამად ბელგიის პირველ დივიზიონ B-ში (რანგით მე-2 ლიგა) ასპარეზობს და 4 ტურის თავზე ერთადერთი ქულით ბოლო მე-8 ადგილზეა, ამასთან მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი.

ლოკერენი, რომელსაც არცთუ შორეულ წლებში (2012 და 2014) ქვეყნის თასი 2-ჯერ აქვს მოგებული, მომდევნო მატჩს 8 სექტემბერს სტუმრად ვირტონთან ჩაატარებს.

Valletta FC continued to strengthen their squad with the signing of Georgian defensive midfielder Irakli Dzaria. The...

Posted by Valletta FC Fans on კვირა, 01 სექტემბერი, 2019

ბერიძისგან განსხვავებით, ჩემპიონატი გამოიცვალა 30 წლის ძარიამ, რომელიც ალბანური კუკეშის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი გახლდათ, მიმდინარე სეზონს კი მალტური ფეხბურთის ლიდერ ვალეტაში გაატარებს.

ქართველი ფეხბურთელის ახალი გუნდი ქვეყნის 25-გზის ჩემპიონი გახლავთ, თასი 14-ჯერ მოუგია, სუპერთასი კი -12-ჯერ.

მალტის მოქმედმა ჩემპიონმა წლევანდელ ევროთასებზე უეფა-ს ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპამდე მისვლა შესძლო, თუმცა, იქ ყაზახურ “ასტანასთან” ჯამში 1:9 წააგო.

მალტის პრემიერლიგაში ვალეტას 2 ტურის თავზე 3 ქულით მე-7 ადგილი უკავია, მომდევნო თამაში კი 15 სექტემბერს, შინ, 2000-ათასიან “ტა’ქალიზე” ლიდერ ფლორიანასთან ელის.  

კომენტარები

ბოლო ამბები