Thumbnail

US OPEN | ნადალმა პირველი სეტი წააგო, მაგრამ გამოცდა წარმატებით ჩააბარა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რაფაელ ნადალმა მარინ ჩილიჩთან ტურნირზე პირველი სეტი წააგო
  • ესპანელი მეოთხედფინალში მაინც უპრობლემოდ გავიდა

რაფაელ ნადალმა US Open-ზე პირველი სერიოზული გამოცდა წარმატებით ჩააბარა და მეოთხედფინალში გავიდა!

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა მარინ ჩილიჩთან, მართალია, ერთი სეტი წააგო (პირველად ამ ტურნირზე), მაგრამ საბოლოოდ მაინც საკმაოდ ადვილად, 6:3, 3:6, 6:1, 6:2 გაიმარჯვა და მეოთხედფინალშია, სადაც არგენტინელ დიეგო შვარცმანს შეხვდება. ამ უკანასკნელმა მერვედფინალში ალექსანდერ ზვერევი დაამარცხა. ნადალმა ჩილიჩს 2 საათსა და 49 წუთში მოუგო.

აშშ-ის ღია პირველობის 2014 წლის გამარჯვებული ჩილიჩი ნადალს სულ 9-ჯერ შეხვდა - რაფას 7 დუელი აქვს მოგებული!

შეგახსენებთ, რომ დიდი სლემის ტურნირების 18-გზის გამარჯვებულ ესპანელს US Open-ზე კარიერაში 3 ტრიუმფი აქვს (2010, 2013, 2017).

📺 ვიდეო: მარინ ჩილიჩი 3:6, 6:3, 1:6, 2:6 რაფაელ ნადალი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები