Thumbnail
  • არგენტინელი ფორვარდი კონტეს გემოვნებაში არ ჯდებოდა
  • მაუროს პარიზში 18-ნომრიანი მაისური გადასცეს

მაურო იკარდის გაწელილ საგას საშველი დაადგა – ოფიციალურად დადასტურდა, რომ 26 წლის არგენტინელი ფორვარდი კარიერას ფრანგულ პსჟ-ში გააგრძელებს. როგორც მოსალოდნელი გახლდათ, მაურომ ჯერ მილანის ინტერთან გააგრძელა კონტრაქტი (2022 წლამდე), პარიზელებს კი იჯარის წესით შეუერთდა.

იკარდი ფრანგულ გრანდში 8 მილიონ ევროს მიიღებს, კიდევ 2 მილიონი კი ბონუსის სახით ერგება. თუკი სეზონის ბოლო პარიზელები არგენტინელი შემტევის გამოსყიდვას მოისურვებენ, 70 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მაურო “ინტერს” დაუბრუნდება და 2020-21 წლების სეზონში 5 მილიონს გამოიმუშავებს, ხოლო 2021-22 წლებში – 7 მილიონს.

იკარდიმ პსჟ-ში უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება, კონტრაქტს ხელი მოაწერა და 18-ნომრიანი მაისურიც ჩაიბარა.

იტალიურ კლუბში არგენტინელ თავდამსხმელთან განშორება ანტონიო კონტესთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტეს. ინტერის თავკაცმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მაუროს დატოვება მის გეგმებში არ შედიოდა.

გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ნაპოლი
  • ინტერი
  • მილანი
  • რომა
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები