Thumbnail
  • ხორვატი ფორვარდი იტალიაში იჯარით მიდის
  • კალინიჩი მადრიდის ატლეტიკოს საკუთრებაა

იტალიურმა რომამ მადრიდის ატლეტიკოდან ნიკოლა კალინიჩი გადაიბირა. რომაულმა კლუბმა 31 წლის ფორვარდის ერთწლიან იჯარაში 2 მილიონი ევრო გადაიხადა, საგაისოდ კი 9 მილიონად მისი გამოსყიდვაც შეეძლება.

“მიხარია, რომ ესეთ დიდ კლუბში გადავდივარ. რომას შთამბეჭდავი ისტორია გააჩნია და მისი მაისურის მორგება დიდი პატივი იქნება”, - პრეზენტაციისას ნიკოლას კომენტარი მეტისმეტად ბანალური გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ კალინიჩი ატლეტიკოში 2018 წელს მილანიდან 14.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა, თუმცა, ესპანურ გრანდში მხოლოდ 17 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ხორვატ თავდამსხმელს მადრიდელებთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ნაპოლი
  • ინტერი
  • მილანი
  • რომა
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები