Thumbnail
  • საქართველოს პირველი ჩოგანი ნაკრებში არ ითამაშებს
  • ქართველ ჩოგბურთელთა მეტოქე ნორვეგია იქნება

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონაწილეობას არ მიიღებს დევისის თასის II ჯგუფის ევრო-აფრიკული ზონის მატჩში, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები ნორვეგიას დაუპირისპირდება.

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ბასილაშვილი ოსლოში ვერ ჩავა, ამდენად, გუნდის შემადგენლობა გადახალისებული იქნება.

ტრავმით გამოწვეული ერთწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ნაკრებს უბრუნდება ალექსანდრე მეტრეველი, რომელმაც ბოლო ორ თვეში გერმანიაში რამდენიმე ჩელენჯერი ჩაატარა და სასურველ ფორმას ნელ-ნელა იბრუნებს.

22 წლის ალექსანდრე ბაკში ოკლაჰომას უნივერსიტეტის ლიდერია

სიახლეა ნაკრებში 22 წლის ალექსანდრე ბაკშის გამოჩენაც. უკანასკნელი წლებია, ის ოკლაჰომას უნივერსიტეტის სახელით ირჯება და იქაური გუნდის პირველი ნომერია.

კორტზე ისევ ვიხილავთ გამოცდილ გიორგი ცივაძეს, რომელიც საქართველოს ნაკრების ყველაზე ძირძველი წევრია. მან ბოლოს მინსკის საერთაშორისო ტურნირზე ითამაშა.

ეროვნულ გუნდში ადგილი ერგოთ ახალგაზრდებს – საბა ფურცელაძეს და ნიკოლოზ დავლიანიძეს, რომლებმაც თავი თბილისში ჩატარებულ სანაკრებო შესარჩევ მატჩებში გამოიჩინეს. 

საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანი კვლავაც დავით კვერნაძე იქნება.

Løp og kjøp! Slik kjøper du billetter: tennis.no/davis-cup-2019

Posted by Norges Tennisforbund on ოთხშაბათი, 28 აგვისტო, 2019

ქართველი ჩოგბურთელები ნორვეგიაში 9 სექტემბერს გაემგზავრებიან, მასპინძელთა ნაკრებს კი, 13-14 სექტემბერს ოსლოს Njaard Tennis klubb-ში გაეჯიბრებიან.

საქართველოს და ნორვეგიის საჩოგბურთო ნაკრებებს ერთადერთხელ, 2013 წლის მაისში, დევისის თასის III ჯგუფის ევროპული ზონის ნახევარფინალში უთამაშიათ და სკანდინავიელებმა 2:0 იმარჯვეს.
მაშინ სტიმ ბორეტიმ ცივაძეს 6:2, 7:5 სძლია, იოახიმ ბიერკემ კი მეტრეველი 6:4, 6:1 დაამარცხა და წყვილთა მატჩის ჩატარება საჭირო აღარ გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები