Thumbnail
  • რუდი გობერი უკმაყოფილოა და ფიბას აკრიტიკებს
  • დოპინგკონტროლიორებმა ფრანგი ღამით გააღვიძეს

საფრანგეთის ნაკრების კალათბურთელმა რუდი გობერმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი მატჩის (78:74 გერმანიასთან) მოგების შემდეგ, ფიბა და დოპინგ-კონტროლიორები გააკრიტიკა.

NBA-ს ვარსკვლავმა კრიტიკული სპორტი ტვიტერზე გამოაქვეყნა.

“ისინი მოთამაშეებს პატივს არ სცემენ. ფიბა, ეს საშინელი საქციელია. მატჩის შემდეგ, დილით, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა გამოძინება, გამაღვიძეს და სისხლისა და შარდის ანალიზი ამიღეს,” - წერს 27 წლის კალათბურთელი, რომელიც ზედიზედ ორჯერ იყო NBA-ს საუკეთესო მცველი.

ფიბამ საინფორმაციო სააგენტო AFP-ს მოთხოვნაზე უარი თქვა და გობერის პოსტი უკომენტაროდ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთმა პირველ ტურში გერმანია 78:74 დაამარცხა. საფრანგეთის ნაკრებიდან საუკეთესოები ევან ფურნიე (26 ქულა, 10 მოხსნა) და ამათ მ’ბაიე (21 ქულა) იყვნენ, ხოლო გერმანიიდან კი - იოჰანეს ფოიგტმანი (25) და დენის შრიოდერი (23). ამავე ჯგუფში, დომინიკის რესპუბლიკამ იორდანია 80:76 დაამარცხა.

მეორე ტურში, გერმანია სწორედ დომინიკის რესპუბლიკას შეხვდება, საფრანგეთი კი - იორდანიას.

კომენტარები

ბოლო ამბები