Thumbnail
  • ფუტსალში საქართველოს ჩემპიონმა ორივე მატჩი მოიგო
  • ავთანდილ ასათიანის შეგირდები ჩემპიონთა ლიგის ძირითად რაუნდში ითამაშებენ

საქართველოს ფუტსალის ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა თელასმა წარმატებულად ითამაშა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომელსაც ბულგარეთის ზღვისპირა ქალაქმა ვარნამ უმასპინძლა.
თელასი ტურნირში “ჯორჯიანსის” სახელით ჩაერთო და ჯგუფურ ეტაპზე ორივე მატჩი მოიგო.

ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა ებრაული მაკაბი ნაჰალატ იცხაკი 8:0 გაანადგურეს, გოლები ლუკავამ, კეკელიამ, მაისაიამ, ჯვარაშვილმა (2), კურტანიძემ და ცხომარიამ გაიტანეს, ერთი ბურთი კი მეტოქემ თავის კარში შეაგდო.

მოლოდინისამებრ, გაცილებით რთული გამოდგა ბულგარელებთან შეხვედრა, რომელშიც გამარჯვების მომტანი დარტყმა თოდუამ საფინალო სირენამდე ხუთიოდ წუთით ადრე განახორციელა. მანამდე, “ჯორჯიანსის” მხრიდან თავი ლუკავამ, მაიასაიამ და ჭუმბურიძემ გამოიჩინეს და საქართველოს ჩემპიონმა 4:3 იმარჯვა.

Статистика от срещата между Варна Сити и Тбилиси в група Х за Шампионска Лига по Футзал.

Posted by Varna City Futsal club on შაბათი, 31 აგვისტო, 2019

ამგვარად, ქართულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ძირითად რაუნდში გააღწია, სადაც ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად იტალიური პეზარო, შვედური უდევალა და გერმანული ვეილიმდორფი ეყოლება.

“ჯორჯიანსი” მომდევნო მატჩებს 9-12 ოქტომბერს ჩაატარებს და თუკი ოთხეულში პირველი ადგილი დაიკავა, შეჯიბრის ელიტ რაუნდში ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები