Thumbnail
  • ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს რეიტინგი განაახლა
  • თუშიშვილი და ლიპარტელიანი წონის ლიდერებად რჩებიან
  • მაისურაძე 14 ადგილით დაწინაურდა, ჩხვიმიანი - 4 ადგილით

საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციამ მსოფლიოს რეიტინგი განაახლა. მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ქართველი ძიუდოისტებიდან მხოლოდ ორმა შეძლო რეიტინგში დაწინაურება და, რა თქმა უნდა, ორივე ტურნირის მედალოსანია: ლუკა მაისურაძე (-81 კგ) და ლუხუმ ჩხვიმიანი (-60კგ).

მსოფლიოს ჩემპიონატზე მოგებული ოქროს მედლის შემდეგ, ლუხუმ ჩხვიმიანი რეიტინგში 4 ადგილით დაწინაურდა და მე-5 ადგილზეა.

ლუკა მაისურაძეს ბრინჯაოს მედალმა მე-15 ადგილი მოუტანა. მაისურაძე რეიტინგში 14 ადგილით დაწინაურდა.

რეიტინგში თავ-თავიანთი წონის ლიდერებად დარჩნენ: ვარლამ ლიპარტელიანი (-100კგ) და გურამ თუშიშვილი (+100კგ). პოზიცია არ შეუცვლია ლაშა შავდათუაშვილს და ის 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში მე-4 ადგილზეა.

საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციის განახლებული რეიტინგი

- 60 კგ | ამირან პაპინაშვილმა პოზიცია შეინარჩუნა და მე-3 ადგილზეა 5536 ქულით. 

- 60 კგ | ლუხუმ ჩხვიმიანი 4 ადგილით დაწინაურდა და მე-5-ეა 5379 ქულით.

- 66კგ | ვაჟა მარგველაშვილმა ლიდერობა დაკარგა და მე-3 ადგილზეა 5148 ქულით.

- 66კგ | ბაგრატ ნინიაშვილი 2 ადგილით დაწუნარდა და 2435 ქულით 21-ე ადგილზეა.

- 73კგ | ლაშა შავდათუაშვილმა მე-4 ადგილი შეინარჩუნა (5243 ქულა).

- 81კგ | ლუკა მაისურაძე 14 პოზიციით დაწინაურდა და მე-15 ადგილზეა 2956 ქულით.

- 90კგ | ბექა ღვინიაშვილი ერთი პოზიციით დაქვეითდა 4231 ქულით მე-7 ადგილზეა.

- 100კგ | ვარლამ ლიპარტელიანი პირველ ადგილზეა 7302 ქულით. 

+ 100კგ | გურამ თუშიშვილი პირველ ადგილზეა 7241 ქულით.

კომენტარები

ბოლო ამბები