Thumbnail
  • მექსიკელმა ფორვარდმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა
  • ჩიჩარიტოს 14-ნომრიანი მაისური გადაეცა

31 წლის მექსიკელი ფეხბურთელი ხავიერ ერნანდესი იგივე ჩიჩარიტო ინგლისური ვესტ ჰემიდან ესპანურ სევილიაში გადაბარგდა და ანდალუზიური კლუბის ღირსებას 3 წლის განმავლობაში დაიცავს.

ჩიჩარიტო ანდალუზიურ პრეზენტაციაზე

არსებული ინფორმაციით, ესპანელებს მექსიკელი ფორვარდის ტრანსფერი 10 მილიონი ევრო დაუჯდათ.

ცნობისთვის, ერნანდესმა ლონდონში 2 სეზონი გაატარა და 55 მატჩში ვესტ ჰემს 16 გოლით შეეწია, მანამდე კი, მშობლიური გვადალახარას (64 მატჩი, 26 გოლი), მანჩესტერ იუნაიტედის (103, 37), რეალის (23, 7) და ლევერკუზენის (54, 28) ღირსებას იცავდა.

ჩიჩარიტოს მექსიკის ეროვნულ ნაკრებში 108 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 51 გოლია.
ერნანდესი სევილიაში 14-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები